„აღადგინე ისტორია არქივთან ერთად - ზუგდიდი“
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
ადმინისტრაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ, შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგინა პროექტი - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად!”
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შსს არქივის სპეციალური გამოცემა - ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც
ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კრებულში თავმოყრილია გასულ
საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924
წლის აჯანყებაში; გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა
და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები; სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები
და სხვა..
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-
დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობადა ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.
კინოჩვენებასთან ერთად მოეწყო საინფორმაციო ბანერების გამოფენა.