Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ზუბალაშვილების ქონების ნაციონალიზაცია
ზუბალაშვილები - სახელგანთქმული ქართველი მრეწველები და ვაჭრები საუკუნეების განმავლობაში, ცნობილი მეცენატები, ნიჭიერი
ქართველი სტუდენტების დამფინანსებლები, ბევრი სასიკეთო საქმის წამომწყებნი... რასაკვირველია, ორიოდე  თვის შექმნილ  მუშათა
და გლეხთა  სახელმწიფოს უყურადღებოდ არ დარჩენია მათი ქონება და  1921 წლის 3 მაისს უბოდიშოდ მიისაკუთრა. დადგენილება
ზუბალაშვილების ქონების ნაციონალიზაციის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს მესამე განყოფილების გამომძიებელი  კლეპერმანი,  
შსს არქივში, საარქივო საქმე №21250-შია დაცული. ამ დადგენილების თანახმად, 1921 წლის 19 აპრილს გაცემული ორდერ №285-ის
საფუძველზე ჩატარდა პეტრე ზუბალაშვილის ქონების აღწერა. თავად ქონების აღწერის ნუსხა  საქმეში ინახება, ნივთები კიადგილზეა
დატოვებული და დალუქული. ზუბალოვის რწმუნებულმა, მისი უძრავ-მოძრავი ქონების მმართველმა ევგენი კონსტანტინეს ძე
როზდევიჩმა დაკითხვისას განაცხადა:
პეტრე ზუბალოვი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა 1904 წელს, მთელი თავისი ქონება აქ დატოვა  და ამ დრომდე არ
დაბრუნებულა. მას აქვს სახლები თბილისში: ერმოლოვის ქ. № 9-ში,მადათოვის ქ.№9-ში (ყოფილი სასტუმრო ,,ლონდონი“),
მიხაილოვის ქ. №180 (ბაღი შენობა-ნაგებობებით), ასევე სააგარაკო ნაკვეთები მცხეთასა და კოჯორში. ერმოლოვის 9 ნომერში მდებარე
სახლში ზუბალოვმა დატოვა მთელი მოძრავი ქონება, რომელსაც ამ დრომდე განაგებს მისი მოსამსახურე სოლიახო. სოლიახოს ამ
დრომდე მატერიალურად უზრუნველყოფს ზუბალოვი. თავისი ძვირფასეულობა, რომლის სიაც როზდევიჩს აქვს,  ზუბალოვმა
შეინახა აზოვის ბანკში.  ღირებული ვერცხლეული - დანა-ჩანგალი, კოვზები12 პერსონაზე და ა. შ.  ზუბალოვმა შეინახა თავისთან,
უფრო ღირებული - დოქები და ა. შ. კავკასიის  ბანკს გადასცა შესანახად. თავისთან გადაიტანა ასევე 3 ხალიჩა, 2 ქურქი და სამოვარი,
რომელიც ამ დრომდე ინახება. ასეთივე ჩვენება მოგვცა ყოფილმა მსახურმა სოლიახომ. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ პეტრე
ზუბალოვი  საზღვარგარეთ წავიდა 17 წლის წინ და აქამდე არ ჩამოსულა თბილისში, სადაც ფლობს დიდი რაოდენობის უძრავ-
მოძრავ ქონებას, ასევე ძვირფასეულობას,მართებულად მივიჩნევ, რომ მოხდეს პეტრე ზუბალოვის მთლიანი უძრავ-მოძრავი ქონების
ნაციონალიზაცია - ნათქვამია დადგენილებაში.
zubal 3 zubal 1 zubal 4 zubal 2 zubal 5