Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
1956 წლის იანვრიდან  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ცკ-ში პირველი მდივნის სახელზე უცნაური შინაარსის წერილები
იგზავნებოდა სათაურით: ,,კაცობრიობის უდიდეს სულელს, მოქალაქე ხრუშჩოვს...“, „არამზადა ხრუშჩოვს...“, ,,ხელები შორს
სტალინისგან“...

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 1956 წლის  26 ნოემბერს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრაწერილების ავტორი
გიორგი ევგენის ძე მაცაბერიძე.

გ. მაცაბერიძე _ 46 წლის, დაბადებული 1910 წელს,  ეროვნებით ქართველი, უმაღლესი განათლებით, პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი,
კომპარტიის წევრი 1949 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მცხოვრები ქ. თბილისში, თებერვლის ქ. #6.

ძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პროვოკაციული  და ცილისმწამებლური ხასიათის წერილების გარდა, გ. მაცაბერიძემ
ბიბლიოთეკაში, ერთ-ერთი წიგნის ყდაზე ანტისაბჭოთა ხასიათის წარწერა _ „ხრუშჩოვი პროვოკატორი“ _ დატოვა.

საქ. სსრ სსკ 58-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,  გ. მაცაბერიძეს მიესაჯა 5 წელი შრომა-გასწორებით ბანაკში.
წერილი ხრუშჩოვს