პროექტები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
2012 წლის 23 მარტს ლიტერატურულ სააგენტოს - “ჯენქლოუსა და ნესბიტის ასოციაცია” და შსს არქივს შორის დაიდო ხელშეკრულება,
რომლის საფუძველზეც აღნიშნული სააგენტო გახდა უწყების მთავარი წარმომადგენელი ლიტერატურული ნაშრომის - “კეკეს მოგონებები” -
გამოქვეყნების საქმეში.
2014 წელს შსს არქივსა და ფონდ ,,კავკასიური დიალოგს” შორის დაიდო  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება პროექტზე -
,,არქივები საზღვრებს გარეშე - შემდეგი ნაბიჯი”, რომელიც გულისხმობდა აფხაზეთის და აფხაზების შესახებ არსებული ისტორიული
მასალების საქართველოს არქივებში მოძიებას და მათი ელექტრონული ასლების აფხაზური მხარისათვის გადაცემას.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროში შსს არქივს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმებული აქვს შემდეგ ორგანიზაციებთან:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- საბჭოთა კვლევების ლაბორატორია;
- ჩერქეზული(ადიღეური) კულტურის ცენტრი.
შსს არქივი აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. ,,მძიმე არქივი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
არქივისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ერთობლივი პროექტია. დოკუმენტური ფილმების ამ
ციკლში ასახულია საბჭოთა სპეცსამსახურების არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში
საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი და ხელმიუწვდომელი იყო.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ერთობლივი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის შექმნაზე.
ამავდროულად, შსს არქივი თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან: ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები
გაფორმებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებეთან, რომელთა საგანი
სტუდენტური სტაჟირებების ორგანიზება, აგრეთვე ერთობლივი კვლევებისა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.
გარდა ამისა, 2012 წლიდან შსს არქივი თანამშრომლობს  ბოხუმის რურის უნივერსიტეტთანაც (გერმანია),
სახელდობრ, არქივი უზრუნველყოფს საარქივო მასალების ხელმისაწვდომობას და უქმნის უნივერსიტეტის
წარმომადგენლებს სათანადო სამუშაო გარემოს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივ წიგნზე
- ,,ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში”.
ამასთანავე, მხარეები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ ერთობლივი პროექტების თემებსა და
განხორციელების ფორმებს.
შსს არქივი თანამშრომლობს აშშ გენოციდის მემორიალურ მუზეუმთანაც (ჰოლოკოსტი), რომელიც შექმნილია
ნაცისტური ტირანიის მიერ 1933-1945 წლებში ექვსი მილიონი ებრაელისა და სხვა ეროვნების პირთა მიმართ
განხორციელებული დევნის წარმოსაჩენად და რომლის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების
მოსახლეობისათვის ჰოლოკოსტის უპრეცედენტო ტრაგედიის ისტორიის გაცნობაა.
შსს არქივში დაცული დოკუმენტები მოიცავს ჰოლოკოსტის თემას მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროინდელ და
ომის შემდგომ პერიოდებში. შსს არქივი მუზეუმის წარმომადგენლებს უზრუნველყოფს მათთვის საინტერესო
საარქივო მასალების დოკუმენტური ასლებით, რომლებიც თავის მხრივ გამოიფინება ჰოლოკოსტის ექსპონატებს
შორის.
2012 წლიდან შსს არქივი თანამშრომლობს სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტთან (აშშ). ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებში შედის დოკუმენტების შეგროვება, მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება იმ ფასეული მასალების პოპულარიზაციისთვის, რას რელევანტურია ორივე მხარისათვის. თანამშრომლობა შეეხება იმ მასალების დიგიტალიზაციის პროცესსაც, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მე-20 საუკუნის ისტორიას ასახავს. ამასთანავე, ჰუვერის ინსტიტუტი უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს ახალი კომპიუტერული და ასლგადამღები ტექნიკით.
შსს არქივი ინტენსიურად თანამშრომლობს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან,
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 2013 წელს დაიდო და მის ხელშეკრულების მიზანს  საარქივო
დოკუმენტების სფეროში მხარეების თანამშრომლობა წარმოადგენს. 2015 წლის 23 აპრილს შსს არქივის დელეგაცია
სამუშაო ვიზიტით ეწვია ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს. ვიზიტის ფარგლებში განიხილლულ იქნა საკითხები,
რომლებიც პოლონურ-ქართული ერთობლივი მონოგრაფიის გამოცემას შეეხებოდა. პუბლიკაცია დიდი ტერორის
პერიოდში საქართველოში მცხოვრები პოლონელების რეპრესიებს ასახავს და მისი გამოცემა 2015 წლის ბოლოს
პოლონეთშია დაგეგმილი. მონოგრაფიას საფუძვლად შსს არქივში დაცული სამეული სხდომის ოქმები დაედო.
გამოცემის შესავალი სტატია შსს არქივმა და ინდიანის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროაკი კირომიამ მოამზადეს.
2016 წლისთვის იგეგმება ნაშრომის ქართულ-ინგლისური თარგმანის გამოცემაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი მონაწილეობს მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებში. ხელშეკრულებები დადებულია
არა ერთი ქვეყნის საარქივო, სამუზეუმო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ: