Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
მღვდელ რაჟდენ თურქაძის წერილი რევკომს
გასაბჭოებისთანავე საქართველოში  გაჩაღდა ანტისარწმუნოებრივი კამპანია. ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს,  
მღვდელმსახურების უფლებას ართმევდნენ სასულიერო პირებს, ხშირ შემთხვევაში კი ყოველგვარი  სარჩო-საბადებლის  გარეშე  
ტოვებდნენ მათ. დოკუმენტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ნათლად ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც გასული საუკუნის 20-იან  
წლებში სუფევდა საქართველოში.ეს გახლავთ თხოვნა, რომელიც თელავის მაზრის მღვდელმა რაჟდენ თურქაძემ მისწერა  
საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს 1923 წლის 24 მაისს.