სომხური დელეგაცია სტუმრად შსს არქივში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში სტუმრად იმყოფებოდნენ  სომხეთის საგანმანათლებლო კომპლექსის სტუდენტები და თანამშრომლები, რომლებიც შინაგან საქმთა სამინისტროს აკადემიაში  კრიმინალისტიკის მოკლე კურსის შესასწავლად ჩამოვიდნენ. სასწავლო ვიზიტი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და სომხეთის საგანმანათლებლო კომპლექსს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
დელეგაციას უმასპინძლა შსს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა. დელეგაციის წევრები გაეცნენ არქივის საქმიანობას, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის სამუშაოებს. დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ბანერები და ნახეს შსს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ბრძანება
№ 00486 - რეპრესირებული ქალები“.