Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრისტინე შარაშიძის დახვრეტის ოქმი ქრისტინე შარაშიძის დახვრეტის ოქმი ქრისტინე შარაშიძის დახვრეტის ოქმი
ქრისტინე შარაშიძის დაკითხვის ოქმი
დამფუძნებელი კრების წევრი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე გასაბჭოების შემდეგ არაერთხელ გახდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლი.
პირველად 1921 წლის აგვისტოში დააპატიმრეს რამდენიმე დღით,  მეორედ 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში, როცა მე-10
ტექნიკუმიდან მოდიოდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი დაკითხვის ოქმიდან:
,,საქართველოში არსებული წესწყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას
შეუძლებლად ხდის. მე არც ის ვიცი არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკური პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე
მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა რომ აქ არის ხსენებული ძალაუფლება
შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი
ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა~... (სტილიდაცულია).
არსებულ პირობებში, როცა ხვრეტდნენ ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონესქალბატონისგან მსგავსი ჩვენების მიცემა
საპყრობილეში, სისხლისმსმელი ჯალათების წინაშე, სწორედაც რომ გმირობის ტოლფასი იყო!
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქრისტინე შარაშიძეს შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 6 თვით. @მეორე
გამასწორებელი სახლიდან (მეტეხისციხიდან) 1922 წლის 6 მარტს გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო მისი ძმის, შალვა
შარაშიძის თავდებობის ქვეშ. საბჭოთა საქართველოში ქრისტინე შარაშიძე განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას,
გარდაიცვალა 1973 წელს.