Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
სარია ლაკობას დახვრეტის ოქმი
sarias daxvretis oqmi
აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას მეუღლე, სარია ლაკობა 1905 წელს დაიბადა.
ლაკობების ოჯახი გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს სარია ლაკობა
აფხაზეთში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობისთვის დააპატიმრეს. მისგან საბჭოთა ხელისუფლება
შეთითხნილი ბრალდების აღიარებას მოითხოვდა. შვიდი თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ სარიას. ერთადერთი შვილის
გადარჩენის მიზნით საბოლოოდ მაინც აღიარა ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. სარია ლაკობას სასჯელის უმაღლესი ზომა -
დახვრეტა მიესაჯა.