სამეცნიერო საბჭო
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო არის არქივის შემადგენლობაში არსებული;
გაერთიანება, რომლის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს არქივის სამეცნიერო-პოპულარულ საქმიანობას. საბჭოს წევრობა
ნებაყოფლობითი და არა ანაზღაურებადია. მასში შედიან ძირითადად უცხოეთის წამყვანი მეცნიერები, რომლებსაც აქვთ
ისტორიულ და საარქივო საქმიანობაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება და პროფესიული თვალსაზრისით ავითარებენ
არქივს. კერძოდ, საბჭოს წევრების მონაწილეობით ხორციელდება არაერთი საერთაშორისო პროექტი, მათი სამეცნიერო
ნაშრომები იბეჭდება არქივის მიერ გამოცემულ ჟურნალში ,,საარქივო მოამბე“, არქივის თანამშრომლები მონაწილეობას
იღებენ საბჭოს წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გეგმავენ მიმდინარე და
მომავალ ერთობლივ ღონისძიებებსა და პუბლიკაციებს. სამეცნიერო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს შსს არქივის
დირექტორი, ხოლო სამეცნიერო  მუშაობას კოორდინაციას უწევს არქივის თანამშრომელი სამეცნიერო ტიტულით,
სასურველია დოქტორის ხარისხით.

შსს არქივის სამეცნიერო საბჭოს კონკრეტული ფუნქციები შემდეგია:

1. ხელი შეუწყოს და დაგეგმოს არქივის როგორც მიმდინარე, ისე მომავალი გრძელვადიანი პროექტების
განვითარება;

2. უზრუნველყოს შსს არქივის საქმიანობის პოპულარიზაცია იმ საერთაშორისო ცენტრებსა და უცხოურ უმაღლეს
სასწავლო-კვლევით დაწესებულებებში, რომლის წევრებიც ისინი არიან;

3. გაუწიოს კონსულტაცია არქივის მიერ გამოცემულ ორენოვან ჟურნალს ,,საარქივო მოამბე“ და პერიოდულად
გამოაქვეყნონ საკუთარი ნაშრომები მასში; საბჭოს წევრები მონაწილეობას იღებენ ჟურნალის ახალი ნომრის თემატიკის
შერჩევაში საბჭოთა კვლევების თანამედროვე შესწავლების აქტუალური საკითხების გათვალისწინებით;

4. მონაწილეობა მიიღოს შსს არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში - კონფერენციებში,
შეხვედრებსა და გამოფენებში;

5. წარმოადგინონ წინადადებები არქივის თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;


შსს არქივის სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან:


1. ტომას ბლანტონი - ჯორჯ ვაშინგტონის სახ. უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული
უსაფრთხოების არქივის დირექტორი (აშშ)
2. რონალდ გრიგორ სუნი - მიჩიგანის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორი (აშშ)
3. არსენი რაჯინსკი -  საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე (რუსეთი)
4. ჯერემი სმიტი -  კარელინის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის  პროფესორი
(ფინეთი)
5. ერიკ  სკოტი -  კანზასის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი (აშშ)
6. ჯეფრი როსმანი -  ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი,  ევრაზიის კვლევების ცენტრის
დირექტორი (აშშ)
7. ტიმოთი ბლაუველთი - საერთაშორისო განათლების, ამერიკის საბჭოს დირექტორი (აშშ,
საქართველო)
8. ოლივერ რაისნერი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (საქართველო)
9. გიორგი მამულია - საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი 
(საფრანგეთი)


შსს არქივთან არსებული საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო