Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
salia3 salia1 salia4 salia2
ქართული ემიგრაციის სული და გული, საერთაშორისო  ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის - ,,ბედი ქართლისას“
დამაარსებელი  კალისტრატე სალია 22 წლის იყო, როცა საქართველოს საგანგებო კომისიამ 1922 წლის 12 მაისს კონტრრევოლუციური
მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   მხოლოდ ემიგრანტ ვლადიმერ ახმეტელის
(დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გერმანიაში) ძალისხმევით მოხდა მისი  გათავისუფლება და საზღვარგარეთ გასახლება. ამავე
წლის ბოლოს კალისტრატე სალია 90 უცხოელი ახალგაზრდიდან იმ ხუთეულში მოხვდა, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტში
ჩაირიცხა. საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმატებებიც სწორედ აქედან იწყება:  ის გახდა  პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის,
ლუვენის, ოსლოს, ბორდოს და ბამბერგის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, პარიზის სააზიო, საისტორიო და ლინგვისტური,
აგრეთვე ბიზანტინოლოგიური საზოგადოებების წევრი, სამეცნიერო პრესის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი,
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი... კალისტრატე სალია
გარდაიცვალა 1986 წლის 27 თებერვალს  პარიზში, დაკრძალეს ლევილის სასაფლაოზე.  1988 წლის 27 თებერვალს მისი სანუკვარი
ოცნება ახდა და საქართველოში გადმოასვენეს.  დაკრძალულია მეუღლესთან ერთად დიდუბის პანთეონში. შთამომავალი არ
დარჩენია.  სალიების უნიკალური ბიბლიოთეკა და ნივთები - 4 400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა - 1980 წელს გადაეცა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
კალისტრატე სალიას დაკითხვის ოქმი