Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია
ზემო სვანეთის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე ვ. მანჯგალაძე სსრკ შინაგან საქმეთა სახ. კომისარს მოხსენებას უგზავნის, რომელშიც გადმოცემულია ქალის მოტაცების ისტორია. დოკუმენტში ნათლადაა აღწერილი გასული საუკუნის ოციანი წლების ვითარება სვანეთში: როგორი უძლურია მილიცია და კანონი და თავად სვანები როგორ ადგენენ სამართალს. გარდა ამისა, მოხსენება  საყურადღებოა იმითაც, რომ მოტაცებული ქალი ნესტორ გარდაფხაძის შვილია.
ნესტორ გარდაფხაძე  ერთ-ერთი თვალსაჩინო ქართველი მამულიშვილი გახლდათ, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას  შეალია. 1921 წლის თებერვალში იბრძოდა ტაბახმელაში; იყო იუნკერთა ასეულის მეთაური; 1921 წელს სვანეთში დაწყებული ანტისაბჭოთა აჯანყების ხელმძღვანელი, მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში.
საქართველოს შსს არქივი, (1I), ფ. 14, აღწ, 2, საქმე #14, ფურც. 128-130.
ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია ნესტორ გარდაფხაძის შვილის მოტაცების ისტორია