პუბლიკაციები - საარქივო მოამბე
|1||2|
,,საარქივო მოამბე" ¹ 5 - 04.04.2009                                                                                  
გამოიცა ჟურნალ ,,საარქივო მოამბის" მეხუთე ნომერი. ახალი ნომერი კვლავაც დატვირთულია თემატურად და ექსკლუზიურობითაც გამოირჩევა. ჟურნალში წარმოდგენილია სტატიები აფხაზეთის თემაზე, იმაზე თუ რა მდგომარეობაში აგდებდა რუსული ჯარი აფხაზურ მოსახლეობას, როგორ ახორციელებდა რუსეთი კოლონიურ პოლიტიკას აფხაზეთში... ასევე გთავაზობთ სტატიებს სათაურით - ,,შოვინიზმი რუსულად", ,,მესამე დასელნი", ,,საბჭოთა საგარეოპოლიტიკური პროპაგანდის ტრადიციები"... რუბრიკა ,,გმირები" სპირიდონ კედიას მოღვაწეობას წარმოაჩენს, ხოლო რუბრიკა ,,თულნი" დარიაშვილ-გოჩიტაშვილის დაჯგუფებაზე მოგვითხრობს. ,,საარქივო მოამბეში" ექსკლუზიურად იბეჭდება კონსტანტინე გამსახურდიას წერილი, რომელიც კანდიდ ჩარკვიანის სახელზეა გაგზავნილი და ვფიქრობთ, მკითხველი მასში ბევრ საინტერსო პასაჟს აღმოაჩენს.
,,საარქივო მოამბის" მეოთხე ნომერი განსაკუთრებით მრავალფეროვანია თემატურად და რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალების სიმრავლით გამოირჩევა. ახალ ნომერში გთავაზობთ დოკუმენტურ მასალას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატეს მოღვაწეობას წარმოაჩენს რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემდგომ პერიოდში. ამ ნომერში ასევე წარმოდგენილია 37 წლის რეპრესიებს შეწირული ქართველი მწერლების ჩვენებები, სტატია ქართველ დისიდენტთა მოძრაობის შესახებ, რუსი ჯარისკაცის მემუარები, ხოლო რუბრიკა ,,გმირები" ეთმობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთ შეფიცულს, მიხეილ ლაშქარაშვილს, რუბრიკა თულნი კი ივანე კრაწაშვილის დაჯგუფების შესახებ მოგვითხრობს.
,,საარქივო მოამბე" № 4 - 04.01.2009                                                                              
,,საარქივო მოამბის" მესამე ნომრის დამატება `ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან (1937წ)" ექსკლუზიოურობით გამოირჩევა. დამატებაში ჩადებულია წერილები, რომლებიც ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს და მის პიროვნებასაც განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს.
,,საარქივო მოამბე" № 3-დამატება - 22.12.2008                                                             
გამოიცა ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მესამე ნომერი და მისივე დამატება „ლავრენტი ბერიას
მიმოწერა იოსებ სტალინთან (1937). გარდა ამისა საარქივო სამმართველომ გადაიღო მხატვრულ-
დოკუმენტუტრი ფილმი „საქმე #171, გინდიას საქმე“, რომელიც „საარქივო მოამბეში“
გამოქვეყნებული სტატიის „როგორ ღვივდებოდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მარცვალის“
მიხედვითაა მომზადებული. ფილმში ასახულია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები. „საარქივო მოამბის“,
ჟურნალის დამატებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 2008 წლის 22
დეკემბერს, 14:00 კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
„სარქივო მოამბის“ მესამე ნომერში იხილავთ სტატიებს: „საქართველო-რუსეთის ომი და რუსის
ჩექმის ნაკვალევი“, „ოსთა ჩამოსახლება ქართულ მიწა-წყალზე“, „რუსული ოკუპაცია“, „მოგონებანი
ილია ჭავჭავაძეზე“ და კიდევ ბევრ საინტერესო აქამდე უცნობ   დოკუმენტს.
,,საარქივო მოამბე" № 3 - 22.08.2008                                                                                
„საარქივო მოამბის“ მეორე ნომერის პრეზენტაცია 23 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
„საარქივო მოამბე“ კიდევ უფრო მრავალფეროვანია ვიზუალურად და დატვირთული
შინაარსობრივად. ჟურნალის წამყვანი სტატიები აფხაზეთის თემატიკას ეხება, რომლებიც ფაქტებით
მოგვითხრობენ თუ როგორ ღვივდებოდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მარცვალი, როგორ
იძაბებოდა სიტუაცია და როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე. ჟურნალის მეორე ნომერში ასევე
იხილავთ ჩვენი უცხოელი კონსულტანტის ტიმოთი ბლაუველთის სტატიას 1956 წლის მარტის
მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივი რუბრიკების გაგრძელებას. „საარქივო მოამბის“
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პარლამენტარები და
აფხაზური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,საარქივო მოამბე" № 2 - 04.10.2009                                                                               
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა გამოსცა ორენოვანი, კვარტალური ჟურნალი ,,საარქივო
მოამბე”, რომელიც საარქივო მასალებზე გახლავთ აგებული. ჩვენი მიზანი არქივში დაცული
საქმეების საჯაროდ გამოტანა და საზოგადოებისთვის საინტერესო სახით მიწოდებაა. ჟურნალი
ფარდას ხდის ისეთ საქმეებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ტაბუირებული იყო.
„საარქივო მოამბის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია 1 მაისს ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა.
ჟურნალის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, პოლიტიკოსები,
ისტორიკოსები, უცხოელი მკვლევარები და საზოგადო მოაღვაწეები ესწრებოდნენ.
„საარქივო მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულია სტატიები: „მასობრივად დახურული
ეკლესია-მონასტრები და ქუჩებში გამოყრილ ბერ-მონაზვნები“, კოტე აფხაზი: „ჩემი სიკვდილი
გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“, „სანდრო ახმეტელის საქმე“, „ვინ იყო ქალი, რომელმაც ბერია
დააჩოქა“... ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილი და სტალინის
დედის მოგონებანი...
,,საარქივო მოამბე" № 1 - 01.04.2008                                                                               
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge