პუბლიკაციები - საარქივო მოამბე
,,საარქივო მოამბის" მეთერთმეტე ნომერი რეპრესირებულ ქალებს ეძღვნება. ჟურნალში წარმოდგენილია საბჭოთა სისასტიკის ამსახველი სტატიები.
,,
საარქივო მოამბის" მეშვეობით, მკითხველი გაიგებს 1937-1938 წლებში საქათველოში სამეულის მიერ რამდენი ქალი გასამართლდა, რამდენი გადაასახლეს და რამდენს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ამ ქალების სია სრულად პირველად გამოქვეყნდა.
მკითხველს ვუამბობთ ქალების წამების ფაქტებსა და ისტორიებს. როგორ ხდებოდა საბჭოთა ეპოქაში სასურველი ჩვენების მიღება და ვინ იყვნენ ის ჯალათები, რომლებიც ქალებს აწამებდნენ; წამების როგორი ფორმები და მეთოდები არსებობდა; რა პირობებში უხდებოდათ ცხოვრება გადასახლებაში მყოფ ქალებს. საზოგადოებისთვის პირველად დაიბეჭდა ამ თემატიკასთან დაკავშირებული უცნობი საქმეები და დოკუმენტები.
საარქივო მასალების მიხედვით ასევე მომზადდა ქალების რეპრესიების ამსახველი ფილმი - ,,ბრძანება 00486". ფილმიც ასევე გვიამბობს ქალებზე, მათ ტანჯვა-წამებასა და შეურაცხყოფაზე, იმ გზაზე, რომელიც განვლეს გადასახლებაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
,,საარქივო მოამბე" № 11                                                                                                     
ჟურნალ ,,საარქივო მოამბის" ეს ნომერი ქართველ მწერლებსა და მწერლობას ეხება. ვეცადეთ, გვეჩვენებინა ეპოქა, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო. აქ პირველად გაეცნობით თუ როგორ და რატომ თარგმნის რუსულად სტალინი ,,ვეფხისტყაოსანს" 1939-40წწ, რატომ და როგორ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდგომ ქართულ ინტელიგენციაში. შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველის ჩვენებით თქვენ გაიგებთ, როგორ რა მექანიზმით მუშაობდა საბჭოთა მანქანა პიროვნების წინააღმდეგ და როგორ ხდებოდა ადამიანების ფიზიკურად და მორალურად განადგურება. როგორ ,,რეცხავდნენ, ქართული ინტელიგენციის გონებიდან ყოველგავრ პატრიოტულ კრეატივს, როგორ ნერგავდნენ მიაზნმიმართულად ნიჰილიზმს, ადამიანებს შორის შიშსა და უნდობლობას, როგორ მიიყვანეს პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე, ხოლო ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ნიკოლო მიწიშვილი როგორ დახვრიტეს. როგორ შერაცხეს გიჟად პეტრე გრუზინსკი. როგორ დაუწუნეს გალაქტიონს ლექსები... ,,ლიდია გასვიანის საქმით" ჟურნალში ,,ჩაშვების” მთელი სქემაა წარმოდგენილი. ამ სტატიების გარდა ,,საარქივო მოამბე" უნიკალურ დოკუმენტებს პირველად ბეჭდავს. ჩვენი მიზანია გავეცნოთ ეპოქას რომელიც გრიფით საიდუმლო იყო!
,,საარქივო მოამბე" № 10 - 01.12.2010                                                                             
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მეცხრე ნომრის პრეზენტაცია და
არქივში დაცული უნიკალური ფოტოების გამოფენა მოაწყო. ჟურნალის ახალი ნომერი საქართველოს
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეხება - მოყოლებული XX საუკუნის ოციანი წლებიდან 1989
წლის 9 აპრილის ჩათვლით. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებში კი საუკუნოვანი „წითელი ისტორია“
გახლდათ ასახული. პრეზენტაციასა და გამოფენას ქართველი და უცხოელი მკვლევარები,
მეცნიერები, სხვადასხვა ქვეყნების არქივის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,საარქივო მოამბე" № 9 - 01.07.2010                                                                                
ჟურნალის მერვე ნომერი  საეკლესიო თემატიკას შეეხება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოვიდა. ჟურნალის ამ ნომერში საქართველოს პატრიარქების ბიოგრაფიებთან ერთად ბევრ საინტერესო სტატიას იხილავთ: როგორ დაიხურა ერთ წელიწადში საქართველოში 1212 ეკლესია; როგორ ეწეოდა ბოლშევიკური ხელისუფლება რაჭაში ანტისარწმუნოებრივ კამპანიას; როგორ და რა ხერხებით მიმდინარეობდა ბრძოლა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ; როგორ იქმნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მებრძოლ უღმერთოთა კავშირები; როგორ იდევნებოდნენ ეკლესიებიდან ბერ-მონაზვნები და როგორ იკრიჭებოდნენ ბერები. გარდა ამისა, წარმოგიდგენთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს წერილებს და ასევე გაიგებთ, თუ რას წერდა ამბროსი ხელაიას ცნობილი მემორანდუმის საპასუხოდ ლავრენტი ბერია...
,,საარქივო მოამბე" № 8 - 04.01.2010                                                                               
,,საარქივო მოამბის" ახალი ნომრის ხილვა უკვე შეუძლია ჩვენს მკითხველს. ჟურნალის წამყვანი თემა ოსეთი გახლავთ. ბევრ საინტერსო და გაუხმაურებელ ინფორმაციასთან ერთად ჩვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებისთივ ცნობილი გახდება - რატომ არ შეიძლებოდა ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა, როგორ ითითხნებოდა სიცრუე და რუსეთი როგორ კვებავდა ამ სიცრუით ათწლეულების განმავლობაში ,,სამხრეთ-ოსეთის" მოსახლეობას... ,,საარქივო მოამბე" ასევე გიამბობთ, თუ რა ამბები დაატრიალა ,,ბრიგინ-ბრიგინით" მოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ", როგორ დახვრიტეს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი და ვაჟა ფშაველას ვაჟი, ლევან რაზიკაშვილი, როგორ გაატარებინეს 22 წელი გადასახლებაში მწერალ ლევან გოთუას, როგორ სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი სასულიერო სემინარიაში. ტრადიციული რუბრიკა ,,თულნი" ამჯერად ვასილ კასრაძის დაჯგუფების შესახებ მოგვითხობს. ყველა სტატია დოკუმენტური მასალით გახლავთ გამდიდრებული და ვიმედოვნებთ, ,,საარქივო მოამბის" მეშვიდე ნომერი მკითხველისთვის საინტერსო იქნება.
,,საარქივო მოამბე" № 7 - 04.10.2009                                                                               
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, საქართველო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიასთან და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმში" ღონისძიება - „კედლის გარეშე" გამართა.
ღონისძიებაზე  წარმოდგენილი  იყო  ჟურნალ „საარქივო მოამბის" სპეცნომერი რომელიც მთლიანად აფხაზეთის თემას ეძღვნება (პსეცნომერი სამენოვანია - ქართულ, ინგლისურ, აფხაზური ) ასევე  ნაჩვენები იქნა  ფილმი - „გინდიას საქმე“ და მოეწყო აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ბანერების გამოფენა. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, ისტორიკოსები, მეცნიერები და რეგიონში აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
,,საარქივო მოამბე" სპეცგამოშვება - 19.09.2009                                                           
|1||2|
,,საარქივო მოამბე" № 12                                                                                                     
ჟურნალი  და  ფილმი  მთლიანად ეძღვნება 1970-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობას.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქმეში, რომელიც მოიცავს 64 ტომს, ასახულია ამ პერიოდის დისიდენტური მოძრაობის ისტორია, იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება დისიდენტებისადმი, აკრძალული ლიტერატურის დაბეჭდვა-გავრცელების მეთოდები, ძეგლთა დაცვის პრობლემები, საპატრიარქოში არსებული მდგომარეობა.
საქმეში წარმოდგენილია დაკითხვის ოქმები, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნები, ზვიად გამსახურდიას წერილები ციხიდან, მწერალთა კავშირის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელზეც განიხილეს ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვის საკითხი, ასევე მესხების გადასახლების ისტორია, უნივერსიტეტის რუსიფიკაციის მცდელობა  და სხვა მრავალი დოკუმენტი.
ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქმე სრულიად საიდუმლო საქაღალდეში წლების განმავლობაში იყო დაცული და გრიფი “საიდუმლო” ედო.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
,,საარქივო მოამბე" № 13                                                                                                     
ჟურნალ ,,საარქივო მოამბის” მე-13 ნომერი სპეციალური გამოშვებაა და  მთლიანად ეძღვნება
საქართველოს იძულებით გასაბჭოებას. მასში წარმოდგენილი სტატიები - ,,ბრიგინ-ბრიგინით
მოსული საბჭოთა ხელისუფლება”, ,,აფხაზეთის გასაბჭოების ,,წითელი ისტორია”, ,,კიდევ ერთხელ
რუსულ ოკუპაციასა და XI არმიაზე”, ,,რატომ ქართულად დაგიწერიათ და არა რუსულათო”, ,,მე აკაკი
მიქელაძე ვარ...” და სხვ. - კარგად ასახავს იმ მწარე რეალობას, რომელიც გასული საუკუნის 20-იან
წლებში სუფევდა საქართველოში.
   ჟურნალი შედგენილია შსს არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და გამოცემულია გაზეთ
,,პრაიმტაიმთან” ერთად. მისი პრეზენტაცია გაიმართა ,,პრაიმტაიმის” მიერ 2012 წლის 8 ივლისს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში გახსნილ გამოფენაზე
სახელწოდებით - ,,საქართველოს მოპარული ისტორია”. ჟურნალთან ერთად  წარდგენილი იყო შსს
არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი ,,ნელი მოქმედების ნაღმები”.
,,საარქივო მოამბე" № 15                                                                                                     
1956 წლის 9 მარტის შემდეგ თითქმის 58 წელია გასული და საზოგადოებას დღესაც აწუხებს კითხვა, რა მოხდა რეალურად იმ ღამეს თბილისში, ვისი ბრძანებით გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს, რატომ არ დაინდო საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები. ამიტომაც ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-15 ნომერი მთლიანად ამ თემას დაეთმო.
ახალ ნომერში მკითხველი იხილავს: 1956 წლის მარტის მოვლენების ოფიციალურ ქრონიკას, თვითმხილველთა მოგონებებს, გასაიდუმლოებულ შიფრტელეგრამებს, 9 მარტის შემდგომ რეპრესიებს, სისხლის სამართლის საქმეს მეთერთმეტეკლასელი ლიდერის შესახებ, დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიებს, უნიკალურ ფოტოდოკუმენტურ მასალას, ასევე უშიშროების სამსახურების მიერ მიტინგების მსვლელობისას გადაღებულ ფოტოებს.
იგივე მასალებზე დაყრდნობით შსს არქივმა გადაიღო ფილმი -„9 მარტი - სისხლიანი თბილისი“, რომლის პრეზენტაცია გაიმართა შსს აკადემიაში 2014 წლის 31 მარტს.
,,საარქივო მოამბე" № 14                                                                                                     
ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-14 ნომერი მთლიანად დაეთმო ილია ჭავჭავაძის მკვლელობას. ამ ტრაგედიიდან საუკუნეზე მეტმა დრომ განვლო, მაგრამ საკითხი - ვინ მოკლა ილია - კვლავ განხილვისა და დავის საგანია. შსს არქივში დაცულია გიგლა ბერბიჭაშვილის თერთმეტტომიანი სისხლის სამართლის საქმე, ფოტოები, წერილები, რომლებიც წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ამჯერად საზოგადოებას საშუალება მიეცა, სტატიების სახით გაეცნოს მათ.
ჟურნალის მე-14 ნომერში იხილავთ: ილია ჭავჭავაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა ჩვენებებს; იმდროინდელ საზოგადოებრივ ვითარებას; ვინ იყო ილიკო იმერლიშვილი - ილიას მკვლელი თუ, უბრალოდ, ტერორისტი; რა კავშირი ჰქონდათ სტალინთან ილიკო იმერლიშვილსა და გიგლა ბერბიჭაშვილს; როგორ მუშაობდა მაშინდელი აგენტურა. გლეხების მოგონებებიდან შეიტყობთ, როგორი ბატონი ყოფილა ილია. ასევე წარმოდგენილია უნიკალური ფოტოდოკუმენტური მასალა.
ჟურნალის პარალელურად შსს არქივმა გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ვინ მოკლა ილია...“, რომელშიც მონაწილეობენ: გივი ბერიკაშვილი, ზაზა იაქაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე და სხვ. ილიას როლს ასახიერებს კოტე თოლორდავა. რეჟისორია მიხეილ ბერინაშვილი. ფილმი გრძელდება საათსა და ორმოცდაათ წუთს. მისი პრეზენტაცია გაიმართა 2014 წლის 19 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში“.
,,საარქივო მოამბე" № 16                                                                                                    
გასული საუკუნის ოცდაათიანი წლები რეპრესიებს, საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო
ნაწილის განადგურებას, სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებას, `ჩაშვებას~, წამებას,
დახვრეტასა და გადასახლებას უკავშირდება.
გადავწყვიტეთ, ის მასალები, რომლებიც ოცდაათიანი წლების რეალობას ას­ახავს, სამზეოზე
გამოგვეტანა, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ ხდებოდა აღიარებითი ჩვენებების
მიღება, როგორ ექცეოდნენ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს, რომლებიც არარსებულ
დანაშაულს არ აღიარებდნენ, როგორ ცემდნენ და აწამებდნენ მშობლების თვალწინ
მცირეწლოვან შვილებს, ქმრების წინაშე როგორ შეურაცხყოფდნენ ცოლებს, როგორ
ანადგურებდნენ ადამიანებს ფიზიკურად და მორალურად, წამების როგორ ფორმებსა და
მეთოდებს მიმართავდნენ შინსახკომის თანამშრომლები.
უმძიმესი და ურთულესი იყო ამ თემატიკაზე მუშაობა, ის ფაქტიც გაცნობიერებული გვაქვს,
გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეალობის შეულამაზებლად, დოკუმენტებით
წარმოდგენა რაოდენ მძიმე იქნება მკითხველისთვის, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი
წარსულის ნაწილია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რათა წარსულის ნოსტალგია არ
გვქონდეს და დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს.