Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ებრაული წარმოშობის ავსტრიელი არნოლდ იაკობის ძე როტშტეინი 1890 წელს დაიბადა მსხვილი კომერსანტის, ქაღალდის მრეწველის ოჯახში. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისში ფლობდა საშუამავლო კანტორას, სხვადასხვა კომერციული ოპერაციების განსახორციელებლად თანამშრომლობდა უცხოურ ფირმებთან, პარალელურად ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. კავშირი ჰქონდა ლაშკევიჩთან, გადასცემდა ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციას, რის გამოც 1925 წლის 30 ივლისს დააპატიმრა საქართველოს საგანგებო კომისიამ და 1922 წლის 7 მარტს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. გთავაზობთ მისი დაპატიმრების ორდერს, დახვრეტის ოქმს და დადგენილებას.