Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
robaqidze 1 robaqidze 21 robaqidze 2
ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური
რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე  1931 წელს შემოქმედებითი მივლინებით გერმანიაში გაემგავრა და 
ემიგრაციაში დარჩა, ამით მან თავი ფიზიკურადაც გადაირჩინა და სასტიკი საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტიც გამოხატა.
პასუხად საბჭოთა ხელისუფლებამ  მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და უზნეო კამპანია წამოიწყო. გრიგოლ რობაქიძე
ფაშისტად, კონტრრევოლუციონერად, მოღალატედ და მტრად  გამოაცხადა. გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, 1935 წელს
ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა, გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენება და შემოქმედება აიკრძალა საბჭოთა კავშირში.
მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში იმყოფებოდა. გარდაიცვალა 1962 წელს, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში. A1976 წელს
ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძე პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.
სამშობლოდან გადახვეწილმა მწერალმა საქართველოს გენიალური შემოქმედება და ანდერძად ერთადერთი თხოვნა დაუტოვა:
`ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი
დაბადების თვეში, სანთელს ანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ
საქართველოს!~
1963 წლის 28 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის დამ, ლიდა რობაქიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირს
ძმის რეაბილიტაციის თაობაზე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
ლიდა რობაქიძემ ძმის რეაბილიტაციის თხოვნით ხელმეორედ გაგზავნა წერილი 1967 წელს, ამჯერად სკკპ გენერალური მდივნის,
. ბრეჟნევის და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, .. კოსიგინის სახელზე. თხოვნას შედეგი არც იმჯერად მოჰყოლია.
ვაქვეყნებთ ლიდა რობაქიძის წერილს, რომლითაც იგი ძმის რებილიტაციას ითხოვდა. დოკუმენტი დაცულია შინაგან სამეთა
სამინისტროს არქივში (შესრულებულია რუსულ ენაზე).
21 იანვარი 1967

გენერალურ მდივანს, ამხ. . . ბრეჟნევს,
სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმგდომარეს
                                                        ამხ. . . კოსიგინს
                                                          მოსკოვი, კრემლი

დიდად პატივცემულო ამხანაგებო!
პირველი თხოვნა თქვენდამი მექნება, რომ  ბოლომდე მოისმინოთ ჩემი მშფოთვარე ცხოვრების აღსარება.
თქვენთვის ცნობილია, რომ  დაახლოებით ორი წლის წინ გავბედე და თხოვნით მოგმართეთ ჩემ ძმასთან, გამოჩენილ ქართველ
მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან დაკავშირებით, რომელიც  1962 წლის ნოემბერში შვეიცარიაში გარდაიცვალამეორედ გაწუხებთ
ისევ აღნიშნული საკითხის გამო. ყველა დანარჩენს თავი რომ  დავანებო, ჩემი მძიმე სულიერი მდგომარეობა იძულებულს
მხდის, ჩვენი საყვარელი და დიდებული სამშობლოს ხელმძღვანელების  ყურადღება მივმართო ამ საკითხისადმი,
განსაკუთრებით მათი ყურადღება, რომელთა შესახებაც წინა წერილში შედარებით მოკლედ მქონდა საუბარი.
მომიტევეთ გამბედაობისთვის, რომ  სახელმწიფოებრივი საქმეებით დატვირთულებს, იძულებულს გხდით, ჩემს ცხოვრებაში
შეასრულოთ გადამწყვეტი როლი.
ის ყოველივერასაც ქვემოთ მოგახსენებთ, დაფუძნებულია სრულ ჭეშმარიტებაზე, ამის გარეშე ვერ გავბედავდი კალმის აღებას
და თქვენს შეწუხებას.
გრიგოლ რობაქიძე სერგო ორჯონიკიძის თანხმობით 1932 წელს ევროპაში გაემგზავრა. ამ ფაქტიდან მალევე, საქართველოში
ამიერკავკასიის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ხალხის მტერი ბერია, რომლის ბნელმა საქმიანობამ არაერთი ქართველი
ინტელიგენტის ცხოვრება შეიწირა. ამ მრავალრიცხოვან მსხვერპლთა შორის იყვნენ: ელინისტი გრიგოლ ფილიმონის ძე
წერეთელი, მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვა მრავალნი.
ბერიას სისხლიან საქმიანობებში ეჭვი აღარავის ეპარება და მსოფლიოსთვისაც  კარგად არის  ცნობილიჩემს ძმამდეც მიდიოდა
ცნობები, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში, რომ ჩემი ძმის უახლოესი მეგობრებიქართველი ხალხის საყვარელი
პიროვნებები, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ყველანი უკვე რეაბილიტირებულნი არიან, მათი ნაშრომები ყოველდღიურად გამოიცემა, რითაც ქართველები დიდ კმაყოფილებას
გამოხატავენ.
ასეთ ვითარებაში დღევანდელ დღემდე  გადაუწყვეტელი რჩება მხოლოდ ჩემი ძმის საკითხი.
მიზეზი კი შემდეგშია:
1. გრიგოლ რობაქიძე დარჩა ევროპაში და არ მოისურვა დაღუპული მეგობრების საშინელი ბედის გაზიარება. კერძოდ, მისი
მეგობარი იყო ცნობილი რევოლუციონერი, ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ვეტერანი, პეტროგრადის ოლქის ყოფილი
ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯიქიარომელიც პირადად იცნობდა  მსოფლიო პროლეტარიატის ბელად . . ლენინს. ვლადიმერ
ჯიქია ბერიამ გაანადგურა.
2. გრიგოლ რობაქიძემ ჯერ კიდევ 1928 წელს დაბეჭდა გერმანიაში რომანი `გველის პერანგი~. 1933 წლამდე ზოგიერთი მისი
ნაწარმოები, მაგალითად, `კავკასიური ნოველები~, სხვადასხვა ენაზე გამოიცემოდა. ასერომსაზღვარგარეთ ყოფნისას ჩემი
ძმის ლიტერატურული მოღვაწეობა გერმანიაში არ უკავშირდება მხოლოდ ჰიტლერის სისხლიანი მოღვაწეობის პერიოდს.
სალიტერატურო ასპარეზზე გრიგოლ რობაქიძე  ჯერ კიდევ 1905 წლიდან გამოვიდა.
3. ის ცხოვრობდა გერმანიაში, მაგრამ არ ჰქონდა კავშირი ნაცისტებთან, არც პირადად და, მით უმეტეს, არც ორგანიზაციულად.
უფრო მეტიც, როგორც ეჭვმიტანილი, გამუდმებით გესტაპოს  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტების სიზუსტე ძიების
შედეგად  უკვე დამტკიცდა. ყოველივე ეს ცნობილია საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირისთვის, მოსკოველი მეგობრებისა
და სხვებისთვის.
4. გრიგოლ რობაქიძე არასდროს ყოფილა პოლიტიკური მოღვაწე არც საბჭოთა პერიოდში და არც მას შემდეგ. არანაირ
პოლიტიკურ პარტიაში არ ირიცხებოდა. მას  არასდროს მიუღია  გერმანიის მოქალაქეობა.
დიდი სამამულო ომის პერიოდში გრიგოლ რობაქიძემ დაამტკიცა, რომ ის არ ყოფილა სამშობლოს მოღალატეარ იზიარებდა
ნაცისტური წყობის ვანდალიზმს. არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ჩვენი განცხადების საპირისპიროს დაამტკიცებდა. და თუ
სდუმდა, ეს გასაგები მიზეზების გამო ხდებოდა. ის მთელი არსებით იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან. გაიხსენეთ რომანი
`როლანა~, რა ბედი ეწია. მას ომის პერიოდში არ მიეცა საშუალება, ხმა აემაღლებინა ჰიტლერის სიმხეცის წინააღმდეგ.
5. გრიგოლ რობაქიძე ძირითადად რუსულ კულტურაზე იყო აღზრდილი. მის კალამს ეკუთვნის დიდი სიყვარულით გამთბარი
წიგნი _ `პორტრეტები~, რომლის  ეტიუდებში წარმოგვიდგენს ჩადაევს, ლერმონტოვსა და სხვა რუს მწერლებს. დაამთავრა
იურიევის უნივერსიტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს  1928 წელს ლევ ტოლსტოის  იუბილეში მისი მონაწილეობის შესახებ, ასევე
ქართულ ენაზე გამოქვეყნებული რუსი მწერლებისადმი მიძღვნილი  წერილების სერია. გრიგოლ რობაქიძის სახელი  ჩვენს
დროში განსაკუთრებით შემკულია აღიარებული ნაშრომებით ლენინზე, ლენინის ლიტერატურული პორტრეტი, რომლის შექმნაც
ნაკარნახევი იყო ბელადის გარდაცვალებით 1924 წელსაღნიშნული ნაშრომი დაიბეჭდა ჟურნალ `კავკასიონში~.
გრიგოლ რობაქიძე `დიდი სიყვარულით ხატავს~ ლენინს რომანში _ `გველის პერანგი~. იგი ლენინს ჯერ კიდევ  რევოლუციამდე
უსმენდა პარიზში.
ერთი სიტყვით, არც ერთ ნაციონალურ კულტურასთან  ის ისე ახლოს არ  იყო შერწყმული, როგორც ქართულსა და რუსულ 
კულტურებთან.
მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ არ მინდა თქვენი ყურადღება დავამძიმო.
გრიგოლ რობაქიძე, როგორც პორტრეტისტი მწერალი, ყოველთვის ინტერესდებოდა ისტორიულ სარბიელზე  მოღვაწე
პოლიტიკოსებით.
ამით არის განპირობებული მისი პატარა სტატია სტალინზე, რომელშიც ის ნეგატიურად ახასიათებს მის პიროვნებას. რაც შეეხება
სტატიებს ჰიტლერსა და მუსოლინზე, როგორც ჩემთვის სხვადასხვა წყაროებიდანაა ცნობილი, მათ ახასიათებს, როგორც
დემონურ პიროვნებებს და საუბარი სიმპათიებსა და  მათი პოლიტიკური შეხედულებების გაზიარებაზე, არის უდიდესი ტყუილი
და ცილისწამება.
ჩემი ძმა არ ყოფილა ძალადობისა და მკვლელობის მეხოტბე, ის სასულიერო პირის შვილი იყო და მისი ჰუმანიზმი კარგად არის
ცნობილი ჩემს ქვეყანაში.
გარდა ამისა, ასევე კარგად იციან, რომ გრიგოლ რობაქიძე თავისი ავტორიტეტით აღიარებდა არა სატანის თაყვანისმცემლებს
(როგორებიც იყვნენ ფაშისტები), არამედ ქრისტიანებს, ნეტარ ავგუსტინეს.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა არასდროს  ყოფილა გრიგოლ რობაქიძის
რეაბილიტაციის წინააღმდეგი და  რაღაც ზედმეტი სიფრთხილის გამო დღემდე  ყოვნდება  გრიგოლ რობაქიძის, როგორც
მწერლისა და პოლიტიკურად უმწიკვლო ადამიანის დაბრუნება საკუთარ წიაღში. როდესაც დაიბეჭდება მისი ნაწარმოებები,
ქართულად შესრულებული კრიტიკული და პოეტური მემკვიდრეობა, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ სწორედ გრიგოლ
რობაქიძე იყო  ყველაზე პირველი და დიდი ქომაგი რუსულ-ქართული მეგობრობისა საქართველოში.
მე დავიღალე  ამ ფაქტების შეხსენებით მაშინ, როცა ჩემზე უკეთ იციან ყოველივე საქართველოს მწერალთა კავშირის
ხელმძღვანელობაში.
პატივცემულ მეგობრებს, . ბრეჟნევსა და . კოსიგინს,
ჩემი დაღლილი გული და გაწამებული ცხოვრება თქვენგან დახმარებასა და ძმის რეაბილიტაციას ელოდება. მინდა, ვიყო ისე
ბედნიერი, როგორც ახლა არიან გახარებულები რუსი მწერლების ოჯახები უკანონოდ გასამართლებულთა რეაბილიტაციით.
ბერიას მიერ განადგურებული, აწ უკვე რეაბილიტირებული ცნობილი მწერლების _. ბაბელისა და . მანდელშტამის 
ნაწარმოებებს უკვე კითხულობენ საბჭოთა კავშირში. იბეჭდება გულიევის ლექსები და სტატიები (ის ხომ ბანაკიდან იარაღით
ხელში ებრძოდა რევოლუციის მტრებს). იბეჭდება საბჭოთა კავშირთან შეურიგებელი მწერლის, ბუნინის პროზა. არაფერს
ვამბობთ კუპრინზე და ანფითიატროვზე, შალიაპინზე, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა. ჩემს ძმას ხომ მათ ანტისაბჭოთა
საქმიანობასთან საერთო არ ჰქონდა.
თქვენ იმხელა ყურადღებას იჩენთ ჩემი ერის მიმართ რუსთაველის გრანდიოზული იუბილის მოწყობით, რომ დარწმუნებული
ვარ, არ მოსწყვეტთ ქართულ ლიტერატურას შვილს, რომელიც 31 წელი ემსახურებოდა საბჭოთა საქართველოს. გრიგოლ
რობაქიძის მემკვიდრეობა, მისი საუკეთესო ნაწარმოებები, სავსე პროგრესული და კაცთმოყვარე სულისკვეთებით, უთუოდ
დაამშვენებენ ჩვენს ლიტერატურას.
არ მინდა თავი მოგაბეზროთ  იმ ცილისწამებების ჩამოთვლით, რომლითაც ცდილობენ  რეაქციონერად მონათლონ  გრიგოლ
რობაქიძე. ამით დაინტერესებულნი არიან შავბნელი და საეჭვო პიროვნებები ჩვენთან და, შესაძლოა, სხვა ადგილებშიც. ზემოთ
აღნიშნული მასალები ფაქტობრივად  დამტკიცებულია და საქართველოს მწერალთა კავშირის განკარგულებაშია. მაგრამ  დავკარგე
იმედი, რომ  ოდესმე გადაწყვეტენ ჩემს მიერ დასმულ საკითხს და გამათავისუფლებენ იმ სულიერი დეპრესიისგან, რომელიც
გამოწვეულია ჩემი ძმისადმი არასამართლიანი დამოკიდებულებით. ჩემი  თხოვნა იქნება, თქვენს მიერ პირადად ითქვას
საბოლოო სიტყვა და შესაბამისი განკარგულება გაიცეს.
ჩვენთვის სრულებით გასაგებია, რომ ერთი შეხედვით თქვენ ლიტერატურულ საქმეებში ჩარევა არ გევალებათ, მაგრამ ჩემი ძმის
რეაბილიტაცია ნაწილობრივ  პოლიტიკურ მხარესაც მოიცავს და ამის გამო ვბედავ, გთხოვოთ გამოიჩინოთ განსაკუთრებული
გულისხმიერება და მიიღოთ ზომები უახლოეს ვადებში, რადგან ეს საქმე უკვე დაუსრულებლად იწელება.
მომეცით საშუალება, რომ მე, დაბეჩავებულ ქართველ ქალს, რომელიც ძმის სიმართლეზე ზრუნავს, თქვენი კეთილშობილური
საქციელის შემდგომ გულითადად გადაგიხადოთ მადლობა.
ღრმად დაიმედებული, შორიდან გამოვხატავ თქვენდამი უსაზღვრო მოწიწებასა და მადლიერებას.
   ლიდა რობაქიძე
თბილისი, ნინოშვილის . #41

18 იანვარი,  1967 .
ლიდა რობაქიძის წერილი