Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
 
ლევან რაზიკაშვილის  ანკეტა და დახვრეტის ოქმი
საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის 1922 წლის 3-5 დეკემბრის სხდომაზე ვაჟა-ფშაველას შვილს, ფშავის რაიონის
მილიციის უფროსს, ლევან რაზიკაშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის დახმარებისთვის და ხელშეწყობისთვის დახვრეტა
მიესაჯა. მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა _ კ. მაყაშვილმა, პ. იაშვილმა, ა. აბაშელმა, შ. დადიანმა და პ. ინგოროყვამ სერგო
ორჯონიკიძეს ვაჟა-ფშაველას შვილის შეწყალება სთხოვეს. მან კი უპასუხა: ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი,
იმასაც დავხვრეტდიო“...
განაჩენი სისრულეში 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე მოიყვანეს.