Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
პეტრე პავლენიშვილი
პეტრე ფავლენიშვილი - 42 წლის, წარმოშობით თავადი გორის მაზრიდან, სპეციალობით იურისტი, 1914 წლამდე მუშაობდა პეტროგრადის საოლქო სასამართლოში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სწავლა გააგრძელა გატჩინის სამხედრო სკოლაში, მისი დამთავრების შემდეგ გადაიყვანეს პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში, 1917 წლამდე მსახურობდა რუსული არმიის სხვადასხვა ნაწილში,  შემდეგ კი გადმოიყვანეს ვლადიკავკაზში კონტრდაზვერვის განხრით. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ძველი რუსული არმია ტოვებდა კავკასიას და ყალიბდებოდა ქართული ჯარი. ფავლენოვი, როგორც ოფიცერი და გამოცდილი სპეციალისტი, ბაგრატიონ-დავიდოვმა მიიწვია კონტრდაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამ დროიდან მოყოლებული, ფავლენიშვილი წარმატებით ახორციელებდა მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას. 1921 წ. იანვარში კონტრ-დაზვერვის უფროსად გაგზავნეს ბათუმში. XI არმიის საქართველოში შემოსვლამ ფავლენიშვილს Bსწორედ იქ მოუსწრო.  შეეცადა ემიგრაციაში წასვლას, მაგრამ დაბრკოლებების გამო სადგურ ნატანებში ჩარჩა.  ამის შემდეგ მან ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება, არ დამალულა მანამ, სანამ არ დააპატიმრეს. ეს მოხდა აპრილში.  დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმე განსახილველად გადაეცა XI არმიის განსაკუთრებულ საქმეთა  განყოფილებას. როგორც შემდეგ გაირკვა, ფავლენიშვილი, ისევე როგორც მრავალი სასიქადულო მამულიშვილი, დახვრიტეს.
გთავაზობთ მის თხოვნას, მიწერილს  საქართველოს რევკომის თავმჯდომარისადმი: