ინფორმაცია ფონდებზე- პარტიული ფონდები
პირველადი პარტორგანიზაციების ფონდები
ფონდი №947
ფონდი №19597
ფონდი №1075
ფონდი №543
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტკომი (1925-1984 წწ.)
საქართველოს კპ "ენგურჰესის" მშენებლობის პარტკომი (1962-1981)
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტკომი (1921-1980)
დიმიტროვის სახელობის ქარხნის პარტკომი (1937-1977 წწ.)
კომუნისტური პარტიის წესდების მიხედვით პარტიის ყველაზე ქვედა რგოლი პირველადი პარტორგანიზაცია გახლდათ. ის შექმნილი იყო როგორც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, ისე ნებისმიერ ორგანიზაციაში თუ წარმოება-დაწესებულებაში. არქივში დაცული ფონდების უმრავლესობა პირველად პარტორგანი-ზაციებს წარმოადგენს. მასში შედიან საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების, ქალაქკომებისა და რაიკომების, სასამართლოს, პროკურატურის, სახელმწიფო კომიტეტების პირველადი პარტორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები), მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი ინსტიტუტების, ქარხნების, ფაბრიკების, ჯანდაცვის, კულტურის, სოციალლურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კოლმეურნეობების პირველადი პარტორგანიზა-ციები.
პირველადი პარტორგანიზაციის საარქივო დოკუმენტებში დაცულია პარტიული კომიტეტის სხდომის ოქმები, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომლის პარტიის წევრობის კანდიდატად წარდგენა, ან პარტიიდან მისი გარიცხვა, აგრეთვე საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტიდან შემოსული დახუ-რული წერილების, სხვადასხვა ყრილობებზე თუ პარტკონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების განხილვა.
ამ ფონდებიდან მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისა თუ ქარხანა-ფაბრიკების ფონდები, რომელთა პარტკომებიც რაიონული კომიტეტების უფლებებით სარგებ-ლობდნენ. ასეთებია: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის, თბილისის დიმიტროვის სახელობის სააავიციო ქარხნის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის ფონდები
ფონდი №9787
ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პარტკომი (1945-1983 წწ.)
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge