Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
 
1923 წლის 21 მაისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ამავე წლის 19 მაისის დადგენილების საფუძველზე, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე  თოფის ერთი გასროლით სათითაოდ გამოასალმეს წუთისოფელს თხუთმეტი სასიქადულო მამულიშვილი, თხუთმეტი რჩეული ვაჟკაცი. კონსტანტინე აფხაზის, სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, გიორგი ხიმშიაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის,  ალექსანდრე მაჭავარიანის, იასონ კერესელიძის, ივანე ქუთათელაძის, დიმიტრი ჩრდილელის, ნიკოლოზ ზანდუკელის, ლევან (ლელო) კლიმიაშვილის, სიმონ ჭიაბრიშვილის, ფარნაოზ ყარალაშვილის, ელიზბარ გულისაშვილის სიკვდილით დასჯის ერთადერთი მიზეზი სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო, თუმცა  სწორედ სამშობლოს ღალატი, მუშურ-გლეხური სახელმწიფოს გაცემა,  ჯაშუშობა ანტანტის სასარგებლოდ,  კონტრრევოლუციური საქმიანობა, ,,ჩოლოყაევის ბანდასთან” კავშირი და ა. შ. და ა. შ. დაედოთ ბრალად.
ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, მეტსახელად - „ორბის“- დახვრეტის ოქმს: