Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს- აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს- არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ - დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრენ. აღნიშნული წიგნის მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება. მონოგრაფიის მეშვეობით, მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს- არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება.

შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა  ოკუპაციის მუზეუმში