Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ნაზარი (იოსებ) ლეჟავა იმერეთის სოფელ ჯიხაიშში დაიბადა. ქუთაისისა და თბილისის სასულიერო სემინარიების
დამთავრების  შემდეგ  სწავლა კიევის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ოჯახის წევრების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ
ბერად აღიკვეცა. 1918 წელს ეპისკოპოსის ხარისხით ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა. საქართველოს ინტერვენციის
შემდეგ სიონისა და მცხეთის სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისის ბაგრატის ტაძართან მდებარე მიტროპოლიტ ნაზარის
რეზიდენციის ეზოში დამალეს. ბოლშევიკებმა განძს მიაგნეს და ნაზარის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ამჯერად რატომღაც
დახრეტა პატიმრობით შეუცვალეს, 1924 წლის ამნისტიით კი გათავისუფლებული მიტროპოლიტი თავის სამწყოს დაუბრუნდა,
მაგრამ მალევე, 1924 წლის 2 აგვისტოს დააპატიმრეს თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად და საფიჩხიის ტყეში
დახვრიტეს 1 სექტემბერს.
1995 წელს წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად დახვრეტილ
სასულიერო პირთა კანონიზირება. მათი ხსენების დღედ დაწესდა ახალი სტილით 27 აგვისტო. გთავაზობთ მიტროპოლიტ
ნაზარისა და მის თანმხლებთა დახვრეტის ოქმს: