Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
დიდი რეპრესიების დროს საბჭოეთში არ ინდობდნენ არც დიდს, არც პატარას, არც
ქალს და არც კაცს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ოჯახის ერთი წევრის გამო პასუხს
დანარჩენებსაც სთხოვდნენ. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტის მიხედვით, კულაკობის
ბრალდებით დაპატიმრებულია და გადასახლებული სოფელ მანავის მკვიდრის, ნიკოლოზ
სვიმონიშვილის ხუთი ვაჟი, მათ შორის ყველაზე პატარა 17 წლის გახლდათ.