Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
metreveli
სასულიერო პირის  დასჯა
ყოფილი მღვდელი,  სოფელ უწერის მკვიდრი მიხეილ პეტრეს ძე მეტრეველი ბავშვების ფარულად მონათვლის გამო
დაიჭირეს, მიუსაჯეს  ერთი წელი იძულებითი მუშაობა  და 6 წლით ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება. როგორც ჩანს, მოძღვარმა
საკუთარ მრწამსს მაინც  ვერ უღალატა და  კვლავ განაგრძო თავისი მოვალეობის შესრულება, რის გამოც საქართველოს სსრ
შინსახკომთან არსებულმა  სამეულმა  1937 წლის 22 დეკემბერს 74 წლის მოხუცს მეორედ  უკვე 10 წლით გადასახლება მიუსაჯა
შრომა-გასწორებით ბანაკში.