Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
lominadze02 lominadze6 lominadze2 lominadze03 lominadze1 lominadze5 lominadze7
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არჩილ ლომინაძე  1927 წელს საბჭოთა ხელისუფლების  ნებართვით 
სასწავლებლად გაემგავრა ავსტრიაში, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა, 1937 წელს გადავიდა ჩეხოსლოვაკიაში,  1939 წელს - გერმანიაში.
გახდა ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგის“ წევრი.შინსახკომის მასალებიდან გაირკვა, რომ ლომინაძე სპეცდავალებით აპირებდა
საბჭოთა კავშირში  ჩამოსვლას. მასზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა. მოგვიანებით ლომინაძემ ეს ფაქტი დაკითხვისას უარყო.
საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარიატის კონტრდაზვერვის ორგანო ,,სმერშმა“ არჩილ ლომინაძე 1945 წლის 24 მაისს
ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დააკავა და ბადრაგის თანხლებით გადმოაგზავნა თბილისში. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო
კომისარიატთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ არჩილ ლომინაძეს მიუსაჯა 10 წლით გადასახლება შრომა-
გასწორებით ბანაკში.
თეთრი გიორგის წევრი - არჩილ ლომინაძე