Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
 საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი  საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი  საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი  საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი
საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი
                       წერილი, რომელსაც  უკომენტაროდ გთავაზობთ, ,,დიად საბჭოეთში“ დამყარებული რეჟიმით დათრგუნულმა ბავშვებმა მისწერეს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კლიმენტი ვოროშილოვს.მათი  მამა „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დახვრიტეს 1942 წელს, დედა 7 წლით გადაასახლეს, თავად კი  უპატრონოდ იზრდებოდნენ (სტილი დაცულია) .
  „ს.ს.რ.კ. უზენაეს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის მთავრეს მშრომელი
                  ხალხის მასწავლებელ მამას ამხ: ვოროშილოვს!
                      ივანე ანტონის ძე კვაშილავას შვილებისაგან
                      ომარი, გივი, გოგოლა და გულიკო კვაშილავა
                       ივანეს ძესაგან.

                                                                                                           თხოვნა

გვაქვს, პატივი მოგახსენოთ და გთხოვთ ჩვენს გარშემო შექმნილი მდგომარეობის მოგვარების დახმარების აღმოჩენისათვის და გვაქვს იმედი ჩვენ უდროვოდ დაობლებული დედა საყვარელ საამურ სამშობლოს შვილებს დაგვეხმარებით და გაგხვდით ღირსი ჩვენი შექმნილი დედის განთავისუფლებისათვის.
ჩვენ დაობლებული ვართ, უპატრონოთ ვიზრდებით საბჭოთა ხალხის ნაშრომ ლუკმა პურზე, ჯერჯერობით არავითარი დახმარებას არ ვაძლევთ ჩვენ დედა საამური საყვარელ ბედნიერ სამშობლოს, იმიტომ, რომ ვართ პატარები. იმედი გვრჩება ეს დახარჯული შრომა ავანაზღაუროთ, რომელიც ჩვენზედ გასწია პარტია ხელისუფლებამ.
ჩვენი დაობლების მიზეზი იყო ჩვენი „მამის ივანე“ ანტონის ძე კვაშილავას პლენად გადასვლა მტრის მხარეზე და მოღალატური მოქმედება ჩვენი საყვარელი სამშობლოს მიმართ. 1941 წელს, სამამულო ომის პერიოდში. ივანე ანტონის ძე კვაშილავა იქნა დაჭერილი და დახვრეტილი, მოღალატური მოქმედებისათვის სამშობლოს მიმართ. ჩვენ არ გვახსოვს, რომელ წელში დაიხვრიტა ხალხის მოღალატე კვაშილავა, მაშინ ჩვენ ძალზე პატარები ვიყავით. მხოლოდ ჩვენი დედა ასპირო გიორგის ასული კვაშილავა იქნა დაპატიმრებული 1942 წელს. ეს მხოლოდ გვახსოვს ჩვენ ორ შვილს ომარს და გივის, გოგოლა და გულიკოს ჩვენ ვერ ვიცნობთ ჩვენ დედას. ჩვენო საყვარელო მასწავლებელო ბიძია ჩვენ რა შუაში ვართ. ივანე კვაშილავა იყო დეზერტირი, მოღალატე. ის ხომ ჩააძაღლეს როგორც მტერი, და მოღალატე სამშობლოსი. მე ჩემო ძვირფასო საყვარელო მასწავლებელო ბიძია, მასწავლეს, რომ ჩვენმა მამა სტალინმა სთქვა, რომ მამა შვილზედ არ აგებს პასუხს და შვილი მამაზეო. ეს თუ ასთეა, ამისათვის ჩვენ უდროვოდ დაობლებული ოთხივე შვილები გთხოვთ გაგვხადოთ ჩვენი დედის ღირსი და გვანახოთ ის გულმკერდი დედისა, სადაც იგი ჩვენ ტკბილ ძუძუს გვაწოვებდათ. გაგვზარდოს მან ჩვენ, ჩვენო საყვარელო ძვირფასო ბიძია, ჩვენ მოკლე ხანებში გავხდებით კაცები. ვიქნებით დედა საყვარელი საამური სამშობლოს დამცველი ლაშქარი. არ გვექნება არც მიწა არც სახლ-კარი. მუდამ ჩვენ სახელმწიფომ ხომ არ გვარჩინოს. დედა ჩვენ გაგვზრდის, დაგვეხმარებათ და ჩვენ მას დავეხმარებით. კიდევ ვიმეორებ ჩვენ არა გვაქვს არც სახლი და არც მიწა, სად უნდა წავიდეთ ამისათვის გთხოვთ ჩვენ ოთხივე უდროვოდ დაობლებული შვილები, მოგვცეთ დედა ჩვენი, რომელმაც დიდი ხანია დაამთავრა მასზედ მისჯილი პატიმრობა. და ნება არა აქვს დაუბრუნდეს თავის შვილებს თქვენი ნება-რთვის გარეშე. ჩვენ ობლებს იმედი გვრჩებათ ჩვენს თხოვნას მიაქცევთ ჯეროვან ყურადღებას და ერთხელ კიდევ გავხდით ჩვენ ღირსი შემქმნელი დედის ნახვისას.
       გთხოვთ გოგოლა,  და გულიკო მცირე მწლოვნები.
ჩვენი დედა იმყოფებათ გადასახლებაში ამ მისამართით.
სოფელი ნარილსკი კრასნოიარსკი კრაი
მონჩეგორნო ქუჩა. სახლი #1. ოთახი #11
კვაშილავა ასპირო გიორგის ასული
                   _
мать  наши находится орестованно
поселок нарилский красноиярский края.
мончегорно улица дом №1  кв №11
Квашилава  Аспиро Гиоргиевна

Жду отвеви диядя
мои адрес г.  Ткварчели верхни плошадка
дом 12.  улица II,  кв. 16
Квашилава Гулико  Иваневичу
20/XI, 53 год.

P. S. სამწუხაროდ, სასოწარკვეთილი ბავშვების მიერ ბელადის საამებლად მშობელი მამის ლანძღვას და თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. მტკიცებულების არარსებობის გამო დედის გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ.