Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტის ოქმი
ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვახტანგ კოტეტიშვილი 1937 წლის რეპრესიების
მსხვერპლი გახდა. მას ბრალად კონტრრევოლუციური და მავნებლური ორგანიზაციის წევრობა დასდეს.
ვახტანგ კოტეტიშვილი 1893 წელს მღვდლის, ილია კოტეტიშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,
შემდეგ პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1918 წელს კი დაამთავრა დერპტის
უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.
ვახტანგ კოტეტიშვილი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქტორი,
ლიტერატურათმცოდნე, მოქანდაკე, კრიტიკოსი. მისი მიზანი საქართველოს გათავისუფლება იყო, რაც საბოლოო ჯამში კოტეტიშვილის
დაპატიმრებისა და დახვრეტის მიზეზი გახდა.
ვახტან კოტეტიშვილს 1938 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა.
kotetishvili copy