Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
მერაბ კოსტავას განცხადება
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრუშჩოვმა განაცხადა: „დანაშაული საყოველთაოდ აღიარებული ქცევის ნორმებიდან გადახვევაა,
რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანის ფსიქიკის მოშლით; საბჭოთა კავშირში აღარ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან წყობით
უკმაყოფილონი, ის ერთეულები კი, კომუნიზმის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბჭოთა
ხელისუფლების მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულები არიან“. შესაბამისად, უშიშროების ორგანოებმა დისიდენტებთან
საბრძოლველად დავალება მიიღეს, ექიმებთან ერთად შემუშავდა ახალი კონცეფცია, რომელშიც მთავარი როლი შიზოფრენიის
დიაგნოზს უნდა შეესრულებინა.
გამონაკლისს არც ქართველი დისიდენტები წარმოადგენდნენ. აღნიშნულ მეთოდს საბჭოთა ხელისუფლება და ფსიქიატრია XX
საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართველი  დისიდენტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა.
1977 წელს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სწორედ დისიდენტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს.  დაპატიმრებიდან
რამდენიმე თვეში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევის საკითხი დადგა დღის წესრიგში. მერაბ კოსტავა თბილისის ორთაჭალის ციხის
საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაიგზავნა გამოსაკვლევად. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც ამასთან დაკავშირებით
მერაბ კოსტავამ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა: