Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქართველთა და აფხაზთა ერთობლივი აჯანყების მცდელობა კოდორის მაზრაში
საარქივო საქმე #23480 კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველები და აფხაზები საუკუნეების განმავლობაში ერთად
იყოფდნენ ჭირსა და ლხინს, ერთად იბრძოდნენ მომხვდური მტრისა თუ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. . ოჩამჩირეში
არსებობდა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის წევრები ხშირად კონსპირაციულად იკრიბებოდნენ მენშევიკ ნოჩო მიქელაძის
კუთვნილ რესტორან ,,სამოთხეში~ და 1922 წლის 26 მაისისთვის ამზადებდნენ შეიარაღებულ აჯანყებას კოდორის ხეობაში. მაგრამ
12 მაისს კოდორის მაზრის პოლიტბიუროში შესულმა სოფ. ჯალის კომუჯრედის პატაკმა ეს აჯანყება ჩაშალა. დააპატიმრეს: მუშნი
დადეშქელიანი, კოწია დადეშქელიანი, თამშუგ ანჩაბაძე, სოლდათ შერვაშიძე, ბარდღუ მიქვაბია, ნესტორ ანუა, სეითბეი ძიაფშიპა,
თათაშა ძიაფშიპა, ალექსანდრე მარშანია, ვასო გურჯუა, კრბეი მარშანია, ათუმავა ბიჯგვა, სამსონ ტოლბაია, დაჯგუ ხინბაია და
სხვ. საქმის დასკვნით დადგენილებაში ვკითხულობთ: ,,თბილისელი პროვოკატორებისა და კოდორის მაზრის მენშევიკური
ორგანიზაციის, აგრეთვე ამ ავანტიურაში მოტყუებით ჩათრეული სოფლის მშრომელი მოსახლეობის მონაწილეობით
მზადდებოდა შეიარაღებული აჯანყება. უკიდურეს შემთხვევაში კი, წარუმატებლობისას, შეიარაღებული დემონსტრაცია იმ
მიზნით, რომ შეეხსენებინათ და დაენახვებინათ ევროპისთვის, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი ისწრაფვის მენშევიკების
ხელისუფლების დაბრუნებისთვის და რომ ოცნება ყოფილ დამოუკიდებელ მენშევიკურ საქართველოზე მოსახლეობაში არ
ჩამქრალა. ეს იქნებოდა უზარმაზარი კოზირი აჯანყების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში!~...
ქართველ-აფხაზთა ძმობაზე მიუთითებს ის დოკუმენტიც, რომელიც ამავე საქმეშია დაცული და ამჟამად გთავაზობთ: