Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
„ბრიგინ-ბრიგინით“ მოსული საბჭოთა   ხელისუფლება
საქართველოში არსებულ მწარე სინამდვილეს სიცილ-ტირილით რომ ვხვდებით და დიდი იუმორი რომ ნამდვილად არ გვაკლიაამის დასტური ქვემოთ მოყვანილი წერილიცაა, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლას და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას  საქართველოში ერთობ  ორიგინალურად, გარითმულად და მხატვრულად გადმოსცემს. ორიოდე სიტყვაშია ჩატეული იმ ეპოქის მთელი ტრაგი-კომიკური მოვლენები. აი, ეს წერილიც:

        
ამხანაგო ბიძია
იმ დასაქცევ 18 მარტს გევიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა. რაღაცა გააქვს ბრიგინ-ბრიგინი, დრიგინ-დრიგინი, ლიწინ-ლიწინი, პრიწინ-პრიწინი და მოდის, მარა რა მოდის! მოდის უშველებელი რევკომი, პროდკომი და პრედრევკომი, მოდის და მოუძღვება, მაგრამ რას მოუძღვება, მოსდევს და რა მოსდევს! მოსდევს: პარტკომი, პროდკომი, პრუდკომი, პუსკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფაბრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სოვნარხოზი, სორნაოზი, ფარნაოზი, გრუკავროსტი - სულ პრახვოსტი, კომხოზი, ფინონდული, ფარნოდელი, ზუბოდელი, ჟილოდელი ჟანდარმები წინანდელი, კომსოიზი პროფსაუზი, კომსომოლა, სოცაბეზა, ნარკომზდრავი, ზრავოდელი აგენტ-პუქტი, იქით პუნკტი, ზიგიზმუნდი მიგიზმუნდი, ბიგიზმუნდი, ნაჩიბრიგი, ნაჩიდრიგი, ნაჩიდიკი, ფარპოდი - ღეჩეპოდი სანიტარპოდი და უკან მოსდევს დეზ კარმერა და ჩეკა. მოაქვთ, მარა რა მოაქვთ! ნეტავი არ მოჰქონდეს, მოაქვთ: შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა, უწამლობა, უბინაობა, უცოლობა, უქმარობა, გაყრა-გამოყრა და გაშტრიგინებული საანკეტო ფურცლებიმოვიდნენ, მარა რა მოვიდნენ! ნეტავ არ მოსულიყვნენ! დალაგდნენ ქალაქში, ვაგზალში, ქუჩაში, დუქანში, სოფელში, ბოსელში, შენს ოთახში, ჩემს ოთახში, მის ოთახში, სხვის ოთახში, შენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში. დალაგდნენ თუ არა, ჩვენ გაგვათავისუფლეს. გაგვათავისუფლეს ჭამისაგან, სმისაგან, დახურვისაგან, ბინისაგან, წამლობისაგან, სიარულისაგან, მოსვენებისაგან, გავლისაგან, გამოვლისაგან და თავისუფლებისაგან. გაგვათავისუფლეს თუ არა, მერე დააარსეს საქართველოში, მარა რა დააარსესსაბჭოთა მთავრობა, სრული უთავობა, შაბათ-კვირაობა, ქუჩის ხვეტა, ეზოს ხვეტა, ჩაის კრება და  საანკეტო ფურცლების წერა! მოგვაყენეს გაშტრიგინებული ფურცლები და გვიბრძანეს: - აჰა, ჩასწერეთ: რა იყავით, იყავით, რაზე იყავით, რა ჭამეთ, რისთვის ჭამეთვინ გაჭამა, ვინ გაგაძღო, რაზე გაძეხი, სად ცხოვრობდი, რაზედ ცხოვრობდი, რაზე მოდი ან რა გინდა და შემდეგ წააწერეს, მაგრამ რა წააწერესგააძევეთ, ვიკინუტ, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, არესტავაი ჩეკუსაგან! ერთ სიტყვით, ყოლისფერი ბევრი ჩამოიტანეს, მარა ყოველისფერს ჩეკა სჯობია იმით რომ ნიკოლოზის თავს გამოჩეკარეს!
წერილი ეკუთვნის პავლე ლაზარეს ძე კალანდაძესრომელიც იყო 35 წლის, გლეხი, მენშევიკი 1905 წლიდანსაშუალო განათლებისჯანმრთელობის განყოფილების მდივანი, აქტიური მუშაკი, ორგანიზაციაში და ხალხთა მასებში სარგებლობდა გავლენით. ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილიდააპატიმრეს და გადაასახლეს  1922 წლის თებერვალში, როგორც პოლიტიკურად მოწიფული და ანტისაბჭოთა პარტიის აქტიური წევრი. გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში აღარ ჩამოსულა.