Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
სპირიდონ კედიას დაპატიმრების ორდერი და პასპორტი
ქართველი საზოგადო მოღვაწე,  დამფუძნებელი კრების წევრი და ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელი, ეროვნულ-
დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან არსად წასულა, აქ დარჩა და ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ბიძინა პირველთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად. 
წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად 1922 წლის თებერვალში განიზრახეს თბილისში მასობრივი ანტისაბჭოთა
დემონსტრაციის მოწყობა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ,,ჩეკას“ ჯალათებს, 11 თებერვალს გამოწერეს ორდერი №2464 და 12
თებერვლის სუსხიან დილას ვოზნესენსკის (ყოფილი ამაღლების) 7 ნომერში მცხოვრები 38 წლის სპირიდონი  თანამოაზრეებთან ერთად
დააპტიმრეს.  6 თვე ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგი 6 თვე კი საგუბერნიო ციხეში აუტანელ პირობებში გაატარებინეს. ბოლოს, როგორც იქნა,
მისცეს საზღვარგარეთის პასპორტი. ასე კულტურულად მოიშორეს კიდევ ერთი საშიში ეროვნული ძალა,  ,,საქართველოს ოქროპირად“
წოდებული სპირიდონ კედია, თუმცა სამშობლოდან გადახვეწილი მაინც განაგრძობდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ საქმიანობას.
გარდაიცვალა 1948 წელს. დაკრძალულია ლევილში.
SWScan48823 copy SWScan48828 copy SWScan48834 copy