Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
1924 წლის 4 სექტემბერს საგზაო-სატრანსპორტო საგანგებო კომისიის ოპერრწმუნებულმა ჩერნოივანოვმა დააპატიმრა მოქალაქე
ნინო იაკობაშვილი. დაპატიმრების მიზეზი არსებული წყობილების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა ხასიათის
კონტრრევოლუციური წერილი გახდა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა და 1924 წლის აჯანყებას ეხებოდათავად წერილი
ეკუთვნოდა შორაპნის მაზრაში მცხოვრებ ყოფილ აზნაურ მიხეილ ვეშაპიძის მეუღლეს, ელიკო ვეშაპიძესწერილის ადრესატი
წარმოშობით ასევე შორაპნელი, თბილისში მცხოვრები გიორგი წიქვაძე გახლდათ. დააპატიმრეს სამივე მათგანი. იაკობაშვილი
მალევე გაათავისუფლეს. ელენე ვეშაპიძესა და გიორგი წიქვაძეს შეუფარდეს საქართველოს სსრ სსკ 58- მუხლი. არავინ უწყოდა,
რა ბედი ელოდათ, რომ არა ,,გრუზციკას~ 1924 წლის 6 ნოემბრის  დროულად მოსწრებული ამნისტია და ,,ჩეკას“ 1924 წლის 29
დეკემბრის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს. აი, ეს წერილიც (სტილი დაცულია):
                                                              ,,საჩხერე _ 3 ენკენისთვე
                                                                  1924 .
ჟორჟე!
როცა ამ წერილს ვსწერ, საშინლად აღელვებული ვარ... აღელვება პოლიტიკურ ნიადაგზეა. ბევრის მოწერა საშიშია - მოკლეთ
გეტყვი 28-VIII დაიწყო ღამის პირველ საათზე ჭიათურაში აჯანყება მენშევიკების 28-VIII ჭიათურა თავისუფალი იყო
,,წითლებისგანდა ფრიალებს სამფეროვანი დროშები - იმ დღესვე საღამოს 5 საათზე საჩხერეშიც გაისმის დიდება სამფეროვანი
დროშები ავაფრიალეთ მე რევოლვერით ხელში და მეორე ხელში დროშა-სროლა კარგა ხანს... მაგრამ შაბათ  კურსანტები
შემოდიან. ჩვენ დავმარცხდით. მსხვერპლი არის ცოტა. დახვრიტეს ბევრი ღამე დაჭერილია ყველა სატუსაღოში ყრიან მთელი
გლეხები და სხვა-სხვა. მე მიშველეს ორმა კომუნარმა და ჯერ თავისუფლათ ვარ მინდა ძალით გამოვცხადდე მარა მიშა არ
მიშვებს დაწვრილებით შემდეგ მე მგონი შენ მალე მოხვალ საჩხერეში ეხლა სამ ენკენისთვეა. სხვა შენ ხომ კარგათ. მე ისევ ის
ლეილა ვარ რაც დამტოვე ერთი დიდი ვრცელი წერილი ადრე ამ არეულობამდეს გამოგიგზავნე მიიღე თუ არა... (არ იკითხება)
შენი ერთი წერილი მივიღე შორაპნიდან გამოგზავნილი. ძალიან ავათ ვიყავი მომწერე რამე და შენც ეხლა ქე მაინც აასრულე
შენი პირობა და ჩამოდი, უკვე ენკენისთვეა. მე მეგონა აქამდის ერთი კი არა, 5 წერილი მაინც მომივიდოდა მარა შენ მატყუარა
ყოფილხარ. მე კი ეს მეორე წერილს გწერ. ჩემი მისამართი იგივეა. საჩხერე ოლია აბრამიშვილს ,,ნაპერწკლისთვისასე, იყავი
კარგათ.
                                                                      შენი ლეილა
ამ წერილს ვატან ჩემს კარგ ამხ. ნინა ჭონქაძე-იაკობაშვილისას.
P.S. მინდოდა თუ დამაპატიმრებდნენ თბილისში ჩეკაზე გადავეცი და მერე შენც გნახავდი მარა ჯერ-ჯერობით მშველიან. მე
მრცხვენია რომ თავისუფალი ვარ. - ასე გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს სამფეროვან დროშას!!! ძირს
საბჭოთა ხელისუფლება!!! ვაშა ქართველ ერს!
მოდი მალე და ჯერ წერილი მომწერე. გაკოცებ ჩემო ბიჭიკო“...…
jorje2 jorje5 jorje4 jorje1 jorje3