Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ თავის სიტყვაში
თითი დაუქნია ქართველ მწერლებს, რაც, ფაქტობრივად, მათი რეპრესიების დასაბამი გახდა. მიხეილ ჯავახიშვილის მისამართით
ნათქვამი ლაკონური, მაგრამ ბევრის მთქმელი იყო: -ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე
გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი... ეს მოხდა 1937 წლის მაისში, იმავე წლის 17 აგვისტოს კი, მწერალთა კავშირის სხდომაზე
დაადგინეს: ,,დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის
პრეზიდიუმიდან გამოყვანის და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას,
რათა გამოყვანილ იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი. დაევალოს ,,ლიტ. საქართველოს
“  რედაქციას, მოათავსოს ერთი განმანადგურებელი წერილი მიხ. ჯავახიშვილის მოქმედების შესახებ.“ რასაკვირველია, შედეგმაც არ
დააყოვნა, მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს, დააპატიმრეს და 1937 წლის 30 სექტემბერს  დახვრიტეს. მისი
არქივი გაანადგურეს, ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს, მეუღლე გადაუსახლეს.
თუმცა არც 1937-1938 წლების რეპრესიებამდე ყოფილა მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება მშვიდი. 1917 წლიდან აქტიურად იყო
ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გახლდათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და
მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922-1924 წლებში დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი იყო და აქტიურ
მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში. ამიტომაც დაპატიმრება, ჩვენების მიცემა მისთვის არც თუ ისე იშვიათი მოვლენა იყო.
გთავაზობთ მიხეილ ჯავახიშვილის 1925 წლით დათარიღებულ განცხადებას (სტილი დაცულია):
,,პარიტეტული კომიტეტის გამსამართლებელ სასამართლოს თავმჯდომარეს
                                                                                                 მიხეილ ჯავახიშვილის
                                 განცხადება
აგარაკიდან დავბრუნდი ჩვენების მისაცემად. მე ავადმყოფი ვარ. გარდა ამისა, ამ ჟამად ახალ რომანს ვწერ, რომელიც ჟურ. ,,მნათობს~
უნდა ჩავაბარო 1 ენკენისთვეს. მე ვშიშობ, რომ ზაფხულიც დამეკარგება და სამუშაოსაც ვერ დავასრულებ დროზედ, თუ მე
ჩვეულებრივი წესით, ე. ი. რიგით ვიქმნები დაკითხული და პროცესის გათავებამდის დატოვებული. გარდა ამისა, მე არსად ვმსახურებ
და ჩემ თავსაც და დიდ ოჯახსაც მხოლოდ სალიტერატურო ჰონორარით ვინახავ.
ამის გამო დაბეჯითებით გთხოვთ, თუ შესაძლებელია, 1) სხვებზე ადრე მე ჩამომართვათ ჩვენება და 2) ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ
სრულებით გამანთავისუფლოთ. ამასთან ერთად გაახლებთ ჟურ. ,,მნათობის“ რედაქციის სათანადო მოწმობას
  მიხეილ ჯავახიშვილი“
javaxishvilis cerili
მიხეილ ჯავახიშვილის წერილი