Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ივანე ჯავახიშვილის წერილი კანდიდ ჩარკვიანს
1939 წლის 29 აგვისტოს აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს კომუნისტური პარტიის () ცენტრალური კომიტეტის
მდივანს, ამხ. კანდიდ ჩარკვიანს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა (სტილი დაცულია):
,,ამასთანავე გაახლებთ წერილს არქეოლოგიური გათხრების შესახებ საქართველოში, გაზეთ ,,ПРАВДА-ში მოსათავსებლად.
წერილს თან დართული აქვს 2 ფოტოსურათი.“
თუ რა მოახსენა აკადემიკოსმა ცეკას მდივანს, ამის გარკვევაში შსს არქივში დაცული წერილის თარგმანი დაგვეხმარება:
არქეოლოგიური გათხრები მცხეთა-სამთავროში
უკვე მეორე წელია, რაც აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში  მიმდინარეობს არქეოლოგიური
გათხრები. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-70-იან წლებში მიიქცია ამ ტერიტორიამ მსოფლიო მეცნიერთა ყურადღება, მაგრამ მეფის
ხელისუფლებას არ გამოუხატავს  ინტერესი მის მიმართ და რევოლუციამდე მოცემული ადგილ-მდებარეობის არქეოლოგიური
შესწავლის აუცილებლობის საკითხი სავსებით შეფერხდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როცა წამოიჭრა ზემო ავჭალის
ძლიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი და, აქედან გამომდინარე, უნდა აწეულიყო მტკვრისა და არაგვის
წყლის დონე და დაეტბორა მცხეთა-სამთავროს მიმდებარე ზოლები, სრულიად ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო ამ
ადგილებში დატბორვამდე ჩატარებულიყო არქეოლოგიური დაზვერვა და გათხრები. ორჯერადი მცდელობის მიუხედავად, ამის
განხორციელება რიგი მიზეზების გამოვერ მოხერხდა. გასული წლის ზაფხულში შეიქმნა მცხეთაში მცხოვრებთა ნაწილის
სამთავროში ჩასახლებისა და ბებრის ციხის ნანგრევებთან ვეტერინარული პუნქტის მშენებლობის  პროექტი. აღნიშნული
დაწესებულების ფუნდამენტის გათხრის პირველივე მცდელობისას წააწყდნენ ძველ სამარხებს და საკმაოდ საინტერესო
ინვენტარს. აღნიშნული ადგილის - ძველი საქართველოს დედაქალაქის _ მცხეთის არქეოლოგიური კუთხით და მეცნიერული
თვალსაზრისით შესწავლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და საქართველოს კომუნისტური პარტიის () ცენტრალურმა
კომიტეტმა პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ხელმძღვანელობით მიიღო დადგენილება, რომ იმ ადგილებში, სადაც
უახლოეს დროში განხორციელდება მოსახლეობის ჩასახლება, დაიწყოს არქეოლოგიური გათხრები. ამ სამუშაოების საერთო
ხელმძღვანელობისთვის შეიქმნა ორი კომისია -სამთავრობო და საექსპერტო. გათხრები დაიწყო 1938 წლის ოქტომბრიდან და
ძლიერი სიცივისა და თოვლიანობის გამო შეჩერდა 31 დეკემბერს. ამის შემდეგ დაიწყო გათხრების შედეგად მოპოვებული
არქეოლოგიური მასალის ლაბორატორიული დამუშავებაორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებში გათხრები მიმაგრებული
იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებას, 1939 წლიდან გადაეცა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილიალს _
აკად. ნიკო მარის სახელობის  ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. მიმდინარე წლის 25 მაისიდან საველე
არქეოლოგიური სამუშაოები კვლავ აღდგა და მიდის სრული სვლით. სამთავროს სრული ტერიტორია, მცხეთის ჩრდილოეთი
ნაწილი, სადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, გაყოფილია  ორ _ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად. აქ სამუშაოებს
ერთდროულად აწარმოებს არქეოლოგების ორი ჯგუფი. ჩრდილოეთით, ბებრის ციხისმომიჯნავე ტერიტორიაზე მომუშავე
ჯგუფს . კალამდაძის თაოსნობით დაევალა ინტენსიური გათხრების წარმოება, რადგან იქ ნეკროპოლის (სამაროვნის) არსებობა
უკვე დადგენილი იყო. სამთავროს მონაკვეთზე მომუშავე სამხრეთის ჯგუფს ივაშჩენკოს ხელმძღვანელობით დავალებად მიეცა
მხოლოდ დაზვერვითი გათხრითი სამუშაოები სამაროვნის საზღვრების, სამარხების სიმჭიდროვისა და მათი იარუსების
რაოდენობის გასარკვევად.
სამაროვნის  არსებობის დადგენის შემდეგ 1939 წლის გაზაფხულიდან არქეოლოგიურმა გათხრებმა სამხრეთის მონაკვეთზე
ინტენსიური ხასიათი მიიღო. შესწავლას დაქვემდებარებული ფართობის მოცულობის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად
საკმარისია ის ფაქტი, რომ სამთავროს სამაროვნის  მონაკვეთი იკავებს 14 ჰექტარს. მჭიდრო სამარხები აღმოჩნდა გზიდან
აღმოსავლეთით და მდინარე არაგვის გაღმა ნაპირზეც. ეს სამარხები მიეკუთვნება . მცხეთის მხოლოდ ჩრდილოეთ კვარტალს.
რასაკვირველია, ამ გრანდიოზული არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო იყო არქეოლოგ-კოლექტორებისა და
მუშების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. პირველთა რაოდენობა სხვადასხვა პერიოდში მერყეობდა 10-დან 15-დე, რისთვისაც
მოგვიწია არქეოლოგების მობილიზაცია საქართველოს მუზეუმებიდან, მეორის - 80-დან 120 კაცამდე. ამ ორივე ჯგუფის
დამსახურებით უკვე გაიხსნა და შეისწავლა სხვადასხვა ეპოქის დაახლოებით ოთხასამდე სამარხი.
საველე სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. გათხრებით დადგინდა, რომ სამთავროს სამაროვანი
იწყება ბრინჯაოს ხანიდან და გრძელდება სასანიდების ეპოქის დასასრულამდე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახ. -ით V საუკუნეში
აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადატანით მოსახლეობამ და მასთან ერთად ქალაქის
საზღვრებმაც მნიშვნელოვნად იწყო კლება. გათხრების შედეგად დადგინდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული
სამარხების შემდეგი სახეობები:
1). ყველაზე ძველი, გრუნტული სამარხი;
2).გრუნტული სამარხის ქრონოლოგიურად მომდევნო ქვევრსამარხი (როცა მიცვალებულს ასაფლავებდნენ თიხის დიდ
ჭურჭელში);
3). კრამიტისა და აგურის, ნაწილობრივ კი ქვიშაქვის ფილების სამარხი;
4). . . ქვაყუთები- ქვის ფილებით ნაგები სამარხები;
5). ზემოდან ქვის ფილებით დახურული მიწის სამარხები;
სამარხების ბოლო სამი ტიპი მიეკუთვნება დაახლოებით ძვ. .-ის II -ახ. .-ის VI სს.-.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამარხების ზედა იარუსები გაძარცულია ან დაზიანებულია მიწის მრავალსაუკუნოვანი
დამუშავებისაგან, ამიტომ აქ მოპოვებული ინვენტარი _ ოქროს ნივთები და . . შემონახულია ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით
და ცუდ მდგომარეობაში.
წინასწარ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ რაღაც მაინც უკვე ნათელია. უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია
სამარხების სიმჭიდროვე ჩრდილოეთ მონაკვეთზე. . . ქვაყუთების სამარხებს შორის გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს
მიუთითებს იმ ეპოქის მცხეთის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობაზე. აშკარად შეიმჩნევა, რომ თვით სამაროვნისთვისაც კი  ცოტა
ადგილი იყო. დამარხული ინვენტარი მოწმობს ძველ ეპოქაში მუქი თიხისგან დამზადებული კარგი კერამიკული ნაკეთობების
ფართო გავრცელებას, სიმრავლეს და ფორმის მრავალფეროვნებას და მიუთითებს მრეწველობის ამ დარგის განვითარების მაღალ
დონეზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ  ბრინჯაოს ხანის სამარხში აღმოჩენილია თიხის ორი მომინანქრებული
ჭურჭელი. ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა დაზოგადად კავკასიის მატერიალური კულტურის
ისტორიისთვის.
ცოტა გვიანი პერიოდის სამარხებში (ქვაყუთებისა და ზემოდან ქვის ფილებით დახურულ მიწის სამარხებში) წითელი თიხის
ჭურჭლის გარდა აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულებისა და საინტერესო ფორმის შუშის ჭურჭელი. უძველესი პერიოდის
სამარხებში ასევე უხვადაა აღმოჩენილი ბრინჯაოსგან დამზადებული ორიგინალური ფორმის ქინძისთავები, ხმლის ტარები
ცხენის აკაზმულობა, ფართო სარტყელები და სამკერდულები. მათ შორის გვხვდება უნიკალური ბრწყინვალე ნაკეთობები, რაც
ახლოაღმოსავლურ კულტურასთან კავშირზე მიუთითებს. გვიანდელი ხანის სამარხებში ნაპოვნია ოქროსა და ვერცხლის
სამკაულები _ ბეჭდები, საყურეები, გულსაკიდები, მონეტები ძველი საბერძნეთისა და რომისიმპერატორთა, პართიისა და
სასანიანთა მეფეების    გამოსახულებებით.
ამ ეპოქის სამარხებში ნაპოვნი ინვენტარის მიხედვით ყველაზე საინტერესო აღმოჩენა არის იმ ფაქტის დადასტურება, რომ ძველ
საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ოქროს, ვერცხლისა და რკინის ნაკეთობები ხომალდების გამოსახულებით, რაც
აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურასთან კავშირზე მიუთითებს. საინტერესოა აგრეთვე სამარხებში აღმოჩენილი მძივების
დიდი რაოდენობა და მრავალფეროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვეული მორთულობა იყო როგორც კოსტიუმებისთვის, ისე
ტუალეტისთვის.
და ბოლოს, ადამიანების ოსტეოლოგიური, ასევე შინაური და გარეული ცხოველების ძვლების აღმოჩენილი ფრაგმენტები
საშუალებას მოგვცემენ ანთროპოლოგიური თვალსაზრისით შევისწავლოთ ძველი მცხეთის მოსახლეობა და იმ დროისთვის
გავრცელებული შინაური ცხოველების ჯიშები
ჯერ კიდევ გამოსაკვლევი მოპოვებული არქეოლოგიური ინვენტარების სიმრავლე და სამთავროს სამაროვნის სივრცის ფართო
არეალი საფუძველს გვაძლევს, აღვადგინოთ აღმოსავლეთ საქართველოს ძველი დედაქალაქის  _ მცხეთის ჩრდილოეთ კვარტლის
სურათი და მატერიალური კულტურის დონე თითქმის ყველა დარგში, გარდა სამოსელისა, რადგან ნანახია მხოლოდ მცირეოდენი
ანაბეჭდები და ერთი პატარა ნაგლეჯი.
მიმდინარე გათხრების განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის საქართველოში პირველი გეგმიური
არქეოლოგიური ათვისება ერთ-ერთი უძველესი ქალაქისა, რომლის დასახელება ჩვენთვის ცნობილია და სამაროვანი, რომელიც
შეიცავს  15 საუკუნის განმავლობაში შექმნილ მატერიალურ და კულტურის ძეგლებს, მთლიანად იქნება ამოღებული და
შესწავლილი.
იმის გასაგებად, თუ რამდენად საჭიროა დაწყებული საქმე არა მარტო საქართველოს ისტორიისთვის, არამედ მთლიანად
კავკასიისთვის და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ-ისტორიული პრობლემის მოგვარებისთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ .
მცხეთა მდებარეობდა ორი უძველესი მაგისტრალური გზის _ აღმოსავლეთის დასავლეთისკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ
_ გზაჯვარედინზე და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, უნდა ველოდოთ იმ მატერიალურ მასალას, რომელიც საშუალებას
მოგვცემს, პასუხი გავცეთ მრავალ მეცნიერულ საკითხს, რომელიც კაციობრიობის კულტურას ეხება.
სკპ (ცკ-ის პირველ მდივან ამხ. კანდიდ ჩარკვიანისა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამხ. . ბაქრაძის მხრიდან
გამოჩენილი  განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება, რომლითაც გარემოცულია მცხეთა-სამთავროს არქეოლოგიური
გათხრები, უდავო გარანტიაა იმისა, რომ ასეთი ფართო მასშტაბით მიმდინარე სამეცნიერო საქმე საბჭოთა მეცნიერების
სასახელოდ მიაღწევს იმედისმომცემ დასასრულამდე.

                                                              ივანე ჯავახიშვილი
1939 . 27/VIII