Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
janelidze 1 janelidze 2 janelidze 3 janelidze 4 janelidze 5
მესანთლე ბერის დახვრეტის ისტორია
ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის მეთვალყურემ, სანთლების გამყიდველმა, რევოლუციამდე ბედიის მონასტრის ბერმა არსენ ჯანელიძემ საეკლესიო არქივის დათვალიერებისას იპოვა ქაღალდზე ხელით დაწერილი ლოცვა, რომელიც გაამრავლა და მორწმუნეებს დაურიგა ტაძარში. დაკითხვის დროს არ გაამხილა იმ პირთა გვარები, ვისაც დაურიგა ეს ლოცვა, ,,ამ მსურს გავხდე იმათი გამომჟღავნების მიზეზი, რადგან თუ ისინი ვამხილე, ამისათვის მომეღოს მე წაწყმედაო“.
საქართველოს სსრ შინსახკომის ჯარების სამხედრო ტრიბუნალის 1942 წლის 23 სექტემბრის გამსვლელ სესიაზე არსენ ჯანელიძეს გამოუტანეს განაჩენი -დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, მაგრამ ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის 1942 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დახვრეტა შეეცვალა ათწლიანი პატიმრობით შრომა-გასწორების ბანაკში.


შსს არქივი, I განყ, ფ. 6, ს. # 421073.