Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
რეპრესირებულთა ისტორიები
ინტერვიუ ლია ვარაზაშვილთან (ვერა ვარაზაშვილის ძმისშვილი)
19 წლის გოგონას დახვრეტის ისტორია

ვერა ვარაზაშვილი 1918 წელს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ბრალად კონტრრევოლუციური საქმიანობა და ნაციონალურ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა დასდეს. ვერა ვარაზაშვილს 1937 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა.

 მარცხნივ ალექსანდრე ასლანიკაშვილი, მარჯვნივ შალვა ასლანიკაშვილი, ალექსანდრეს მეუღლე თინა გელოვანი
ასლანიკაშვილების ოჯახის ტრაგედია

30-იანი წლების რეპრესიების შედეგად განადგურდა ქართული ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეჟიმის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახის რამდენიმე წევრი იყო.   ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, სოფელ აღვში აზნაურ გიორგი თაგვაძის და მისი სიძის, ტარასი ასლანიკაშვილის ოჯახიც ბოლშევიკური აგრესიის მსხვერპლი გახდა.
მათ ისტორიას  შთამომავალი, შალვა ასლანიკაშვილის შვილიშვილი, ლინგვისტი მარიკა ასლანიკაშვილი გვიამბობს.

tevzadze
სოლომონ თევზაძე

სოლომონ თევზაძემ საკმაოდ რთული გზა განვლო, იყო გარმანელების მიერ მომზადებული საიდუმლო ბარათის მატარებელი, საბჭოური რეჟიმის შეურიგებელი მებრძოლი და სამშობლოსათვის თავდადებული, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც და სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე ელოდა სიკვდილს, საბოლოოდ კი სიკვდილით დასჯა ათწლიანი გადასახლებით შეუცვალეს.
ინტერვიუ ალექსანდრე თევზაძესთან (სოლომონ თევზაძის ვაჟი)
პაოლო იაშვილი

1937 წლის 22 ივლისს, შპიონად, აგენტად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად მონათლულმა
პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. მან ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ
მაშინ გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ.
საბჭოთა ხელისუფლებამ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა პროვოკაციად შეაფასა. 1937 წლის
ტრაგედიიდან მოყოლებული  მისი, როგორც რეპრესირებული მწერლის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა.
ინტერვიუ მერაბ ნიჟარაძესთან (პაოლო იაშვილის შვილიშვილი)
როსტომ მუსხელიშვილი

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქართველ მამულიშვილებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ,
აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზთა და მიზეზთა გამო მარცხდებოდნენ.
ასე დამარცხდა 1922 წლის შეთქმულებაც. მისი ორგანიზატორები კი, 15 სასიქადულო ვაჟკაცი,   1923
წლის 20 მაისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე,  დღევანდელი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
დახვრიტეს. ერთ-ერთი მათგანი გენერალი როსტომ მუსხელიშვილი გახლდათ. მის შესახებ გვიამბობს
შვილიშვილი, ბატონი გოგი მუსხელიშვილი.
ინტერვიუ გოგი მუსხელიშვილთან ( როსტომ მუსხელიშვილის შვილიშვილი).



თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილი

1937-1938 წლებში საბჭოეთი რეპრესიების ალში გაეხვია. იჭერდნენ, ხვრეტდნენ და ასახლებდნენ არა
მარტო კომუნიზმისა და ,,ხალხის მტრებს“, არამედ მათი ოჯახის უდანაშაულო წევრებსაც. ასე გაუყენეს
შორეული მორდოვის გზას 1938 წლის იანვრის სუსხიან დღეს  ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე. თამარ
ბაგრატიონმა პოტმას ბანაკში 8 წელი დაჰყო. ამ მტკივნეულ თემაზე გვესაუბრება თამარის შვილი,
ბატონი ილამაზ მიწიშვილი.
ინტერვიუ ილამაზ მიწიშვილთან ( თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილის შვილი).

ნიკოლო  მიწიშვილი  
ნიკოლო მიწიშვილის (ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე) შესახებ გვიამბობს მისი ვაჟი, ილამაზ  
მიწიშვილი.
გიორგი ქუთათელაძე

      გიორგი ქუთათელაძე  პირველი მსროლელი დივიზიის მეთაური, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე,  ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო კორპუსის მეთაური გახლდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი შემდგომი რეპრესიებისთვის.   1937 წლის 19 აპრილს კრასნოდარში, სასწავლო მანევრების ჩატარების დროს განუცხადა არმიის სარდალმა, რომ მისი დაპატიმრების ორდერი მოუვიდათ.  _ სანამ პირადად ვოროშილოვისგან დასტურს არ მიიღებთ, არ დაგნებდებითო, ბრძანა გენერალ-პოლკოვნიკმა და კაბინეტში ჩაიკეტა. ვოროშილოვის დასტურმა დიდხანს არ დაყოვნა, ადვილად გასწირა კაცი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თავად დააჯილდოვა წითელი დროშის ორდენით, ჯიბის ოქროს საათითა და რევოლვერით. გიორგიმ ჩინ-მედლები  მოიხსნა, იარაღი  არმიის უფროსს ჩააბარა, აქ რაღაც გაუგებრობაა, ალბათ, ყველაფერი მალე გაირკვევაო და ჩაბარდა. მალე გაირკვა ის,  რომ ,,სამშობლოს მოღალატე”  და ,,ხალხის მტერი” ყოფილა, თბილისის შინსახკომში გადმოიყვანეს და მალევე დახვრიტეს. დააპატიმრეს და 8 წლით შორეულ აკმოლინსკში გადაასახლეს მისი მეუღლე _ ნინო სიამაშვილი ქუთათელაძეც, მათ მცირეწლოვან შვილებს კი კარი გამოუკეტეს და თავშესაფრად სახლის კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი. 1956 წელს ოჯახმა მიიღო  რეაბილიტაციის ცნობა: ,,გიორგი ქუთათელაძე უდანაშაულოდ არის რეპრესირებული”.
ბებიისა და ბაბუის შესახებ გვიამბობს ხელოვნებათმცოდნე ნინო ელერდაშვილი.
გალაკტიონ კოვზირიძე და ევგენი გოდუაძე

ორგზის რეპრესირებული ოჯახი: საახალწლოდ დაპატიმრებული და
დახვრეტილი დიდი ბაბუა- გალაკტიონ კოვზირიძე და ომში გაწვეული ბაბუა -
ევგენი გოდუაძე, ტყვეობაში ყოფნისას შემოვლილი ევროპის ქვეყნები,  ომში
შეძენილი ერთგული მეგობარი და ტულუზაში ნანახი ტელევიზორით
განცდილი ემოციები. 
რეპრესირებული ბაბუების ისტორიებს გვიამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი-ლაშა
გოდუაძე.
ანგი ელბაქიძე

წინანდლის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი - ანგი ელბაქიძე დაპატიმრებული 1937 წელს.
ბაბუის შესახებ გვესაუბრება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძე.
კასიანე კვერენჩხილაძე

ხე-ტყის საწარმოს ხელმძღვანელი იყო ბათუმში. მასთან მუშაობდა ვინმე ქ. ღ. რომელიც იპარავდა მასალებს. კასიანე უშლიდა. საკმარისი აღმოჩნდა შინსახკომში გაბოროტებული ქვეშევრდომის მიერ ერთი ფრაზის გაჟღერება და დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ოფიცერი, შეძლებული ოჯახიშვილი 1937 წლის ზაფხულში ,,სამშობლოს ღალატის” ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. ნოემბერში მისი მეუღლე, მარგალიტა მიქავა წაიყვანეს ჩეკისტებმა და რვა წლით გადაასახლეს.
მამის და დედის ტრაგიკული ბედის შესახებ გვიამბობს მწერალთა კავშირის წევრი, საზოგადოება ,,მემორიალის“ გამგეობის წევრი ბატონი რევაზ კვერენჩხილაძე.
შალვა რაჟდენის ძე ცინცაძე

ქართველი აგროქიმიკოსი, მსოფლიო დონის მეცნიერი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგროქიმიური კათედრის დამაარსებელი, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ  1937 წლის 15 მაისს დააპატიმრა და სასჯელის უმაღლესი ზომა   დახვრეტა მიუსაჯა. ამ ტრაგედიიდან მალევე დააპატიმრეს და გადაასახლეს შალვა ცინცაძის მეუღლე - მარიამ რაზმაძე.
ოჯახის ისტორიას გვიამბობს შალვა ცინცაძის შვილი იოსებ ცინცაძე
ლევან ლეონიძე

გოგლა ლეონიძის უფროსი ძმა, მრავალმხრივ განათლებული, პროფესიით ზოოტექნიკოსი.
სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ლევან ლეონიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა. მისი გერმანელი მეუღლე მარია ჰოფმანი გადასახლებისგან მაზლმა - გიორგი ლეონიძემ იხსნა.
ოჯახის ისტორიას გვიამბობს ლევან ლეონიძის შვილიშვილი მაია უნაფქოშვილი.
დავით რასულზადე

დავით რასულზადე-აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსული საქართველოში, აზერბაიჯანული  
თეატრისა და გაზეთის დამფუძნებელი. 1930-იან წლებში იგი იყო აზერბაიჯანის კულტურის  
მინისტრი, მოგვიანებით კი ასრულებდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.დავით  
რასულზადეს მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მაგადანში გადასახლებით.
ბაბუის ისტორიას გვიამბობს დავით რასულზადეს შვილიშვილი რუსუდან კვანჭახაძე.
ილია თუთბერიძე

ისევ შინსახკომთან არსებული სამეული და უცვლელი განაჩენი-სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. ილია თუთბერიძე - კიდევ  
ერთი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოქალაქე, არაჩვეულებრივი პიროვნება, კარგი მეუღლე და მამა, რომელიც 1937-
1938 წლის რეპრესიებსშეეწირა. ოჯახის ტრაგედიაზე გვიამბობს ილია თუთბერიძის ვაჟიშვილი - ალექსანდრე თუთბერიძე.

ნიკოლოზ ბულეიშვილი

წერილი ციხიდან...    ჩემო ძვირფასებო!

ქრისტე აღდგა! დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად, რომ მეც მალე თქვენთან ვიყო და გავიხარო.
ჩემო იკუნა 1 მაისი ჩვენი ბედნიერების დღეა - წელს პირველ მაისს შესრულდა 15 წელიწადი, რაც ჩვენ დავქორწინდით. რა უბედური ვარ, რომ ახლა თქვენთან არ ვარ. ხვალ 5 მაისს მანანას დაბადების დღეა, ხვალ მას 10 წელი შეუსრულდება, ერთი თვის შემდეგ მარინე 14 წლის ქალიშვილი იქნება. ვენაცვალე ჩემ შვილიკუნებს, ჩემ გოგონებს, როგორ მენატრებით შვილებო, რომ იცოდეთ როგორ მინდა გავიგონო თქვენი ხმა, დაგინახოთ, გულთან მიგიკრათ და მერე თუნდაც მოვკვდე.
...იკუნა მომიკითხე დედა, მამა, იყავით კარგად, გკოცნით ურიცხვს, ჩემო იკუნა, ჩემო შვილიკუნებო არ დამივიწყოთ, მომწერეთ წერილები, თუ გინდათ, რომ გავძლო...