Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს არქივში დაცულია ხელნაწერი წერილი სახელწოდებით _ ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“, რომლის ავტორი და შექმნის
თარიღი უცნობია, თუმცა პროფესორ ვახტანგ გურულის აზრით, ხელნაწერი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს და თარიღდება 1900
წლით.  თავის მოსაზრებას ვახტანგ გურული ასე ასაბუთებს: ,,პირველი. ხელნაწერი შევადარეთ ილია ჭავჭავაძის დღემდე
ცნობილ ავტოგრაფებს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“ ილია ჭავჭავაძის ხელითაა დაწერილი;
მეორე. 1900 წელს ილია ჭავჭავაძესა და ნოე ჟორდანიას შორის ცხარე პოლემიკა გაიმართა. ილია ჭავჭავაძემ ნოე ჟორდანიას
წინააღმდეგ დაწერა ოთხი წერილი: ,,უმეცრობის ფართი-ფურთი“, ..ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი“, ,,ქარაფშუტობა,
ორთავიანობა და ორპირობა უმეცრისა~ და ,,ისევ და ისევ ბ-ნ ნოე ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“...
ოთხივე წერილი გაზეთ ,,ივერიაში~ გამოქვეყნდა ფსევდონიმით ,,ახალმოსული“. იდეურად ზემოთ ხსენებული ოთხი წერილი
ძალიან ახლოს სდგას პამფლეტთან ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“. მესამე. პამფლეტი ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“ იდეურად და
ენობრივადაც ძალიან ახლოს სდგას ილია ჭავჭავაძის ფელეტონთან ,,ჩვენი ახლანდელი სიბრძნე-სიცრუე“... რომელშიც დიდი
სარკაზმით დაახასიათა გაზეთი ,,კვალი“, გიორგი წერეთელი და ,,მესამე დასი“. მეოთხე.  პამფლეტი ,,სიმვოლო
სარწმუნოებისა“ იდეური მოწინააღმდეგის მხილების ფორმის თვალსაზრისით ძალიან ახლოს სდგას ილია ჭავჭავაძის
ფელეტონებთან ,,სხარტულა, რედაქტორი და მისი რაინდი ,,ბაქია“ (1879 წ.) და ,,ი. გომართელის ფილოსოფია და ა. ჯორჯაძის
ფსიხოლოგია (1902 წ.)“
რაც შეეხება წერილის შექმნის თარიღს, ,,ტექსტიდან დგინდება, რომ იგი შექმნილია ,,წელსა დასაბამიდგან ,,კვალისა“
მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამესა“. გაზეთი ,,კვალი“ გამოვიდა 1893 წელს, გაზეთი მესამე დასელთა
ხელში გადავიდა 1897 წლის ბოლოს... ამრიგად, ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“ დაწერილი უნდა იყოს 1900 წელს...
ცხადია, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომმა კვლევა-ძიებამ გააბათილოს ჩვენი არგუმენტები“...
ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ აღმოჩნდა ეს წერილი შსს არქივში. ,,სიმვოლო სარწმუნოებისა“ თავდაპირველად იპოვეს
1921 წელს შექმნილ რევოლუციის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში. შემდეგ გადაეცა საქართველოს კპ ცენტრალურ
კომიტეტთან არსებულ პარტიულ არქივს. 1995 წლისთვის ხელნაწერი ინახებოდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების
არქივში, რომელიც შსს არქივმა 2007 წელს შემოიერთა უკვე პრეზიდენტის არქივის სახელწოდებით.
ilias cerili 1 ilias cerili2 ilias cerili 3
,,სიმვოლო სარწმუნოებისა“