Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
gorduladze 2 gorduladze1
გერმანული პროკლამაცია
ეს დოკუმენტი გახლავთ ერთ-ერთი სახის პროკლამაცია, რომელსაც გერმანელები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყრიდნენ თვითმფრინავიდან. 133-ე სატანკო ბრიგადის მოტომსროლელი ბატალიონის ჯარისკაცმა სერგო გორდულაძემ ყირიმში, იურკინოს რაიონში, ბრძოლის ველზე აკრიფა და გაავრცელა თანამებრძოლებში, რის გამოც სტალინგრადის ოლქის შინსახკომის ჯარების სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და მიუსაჯა  8 წელი შრომა-გასწორების ბანაკში და პირადი ქონების კონფისკაცია.
გთავაზობთ ამ პროკლამაციის ქართულ თარგმანს:
დისციპლინარული ასეულების მეთაურებო და წითელარმიელებო!
სტალინი ფრონტზე არსებული უიმედო მდგომარეობიდან გამოსასვლელად 1942 წლის 28/VII-ის ბრძანება #227-ით მიმართავს ბრძოლის ნაჩქარევ მეთოდს.
შინსახკომს სურს, დისციპლინის დამრღვევებს მოგცეთ თქვენი დანაშაულის გამოსწორების საშუალება და ყველაზე მძიმე წუთებში გაგდებთ იქ, სადაც წითელი არმია ვერ უძლებს ჩვენს წნეხს.
ამ ცნობილი მეთოდით შინსახკომი მხოლოდ უეჭველ სიკვდილზე გაგზავნით.
არ დაუჯეროთ ამ არამზადებს, რომლებიც, უკვე წლებია, გატყუებენ!
დატოვეთ ხომალდი, რომელიც იძირება! გადმოდით ჩვენს მხარეს!
ჩვენ შეგიქმნით მშვიდობიან ახალ ცხოვრებას თქვენს სოფლებში. ეს ფურცელი არის საშვი შეუზღუდავი რაოდენობის მებრძოლებისა და მეთაურებისთვის!