ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
ფონდი № 8

სხდომის ოქმები

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), შინსახკომთან (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატი (НКВД)) არსებული სამეულის, გასახლებულ და შემოსახლებულ პირთა სიების, კონტრრევოლუციონერთა საქმეების გადამოწმების რესპუბლიკური კომისიის სხდომის ოქმების ფონდი.

   მოიცავს 491 საქმეს. პერიოდი: 1921-დან 1955 წლის ჩათვლით.

-  საქართველოს სსრ საგანგებო კომისია (ЧК) (1921-1926 წ.წ.) (სულ 13 საქმე):
* კომისიის სხდომის ოქმები;
* პრეზიდიუმის სხდომის ოქმები;
* სასამართლო კოლეგიის სხდომის ოქმები.

-  საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (Груз. ГПУ) (1927-1934 წ.წ.) (სულ 116 საქმე):
            * სხდომის ოქმები;
            * კოლეგიის სხდომის ოქმები;
            * განსაკუთრებული სათათბიროს სხდომის ოქმები;
            * სასამართლო კოლეგიის სხდომის ოქმები;
            * კულაკთა გასახლების სიები და მასალები.

  - ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (Зак.ГПУ) (სულ 164 საქმე):
            * სხდომის ოქმები და ამონაწერები;
            * კოლეგიის სხდომის ოქმები;
            * სასამართლო კოლეგიის სხდომის ოქმები.

  - ამიერკავკასიის სფსრ შინსახკომი (Зак.НКВД) (1934-1938 წ.წ.) (სულ 133 ოქმი. თითოეულის  მოცულობა - დაახლოებით 460-500 გვერდი):
            * სამეულის სხდომის ოქმები;
            * მილიციის სამეულის სხდომის ოქმები.

  
  - საქართველოს სსრ შინსახკომი (Груз.НКВД) არსებული კულაკური სამეული (1937-1938 წ.წ.) (სულ 122 ოქმი). გაასამართლეს 21108 ადამიანი, მათგან 10564 ადამიანი დახვრიტეს.
            *კულაკური სამეულის სხდომის ოქმები (1937-1938 წ.წ. სულ 122 ოქმი. გაასამართლეს 21108 ადამიანი, მათგან 10564 ადამიანი დახვრიტეს);
            * ნაციონალური სამეულის სხდომის ოქმები (1938 წ. სულ 52 ოქმი.     
              გაასამართლეს 494 ადამიანი.
  
საქართველოში 1937-38 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მასობრივი რეპრესიები დაიწყო. პირთა გასასამართლებლად იკრიბებოდა ე.წ. სამეული, რომლებიც წყვეტდნენ ადამიანების ბედს. ასამართლებდნენ პოლიტიკური მოტივით, ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის, კონტრრევოლუციური დანაშაულებისთვის და ა.შ. უსჯიდნენ დახვრეტას ან 10-წლიან პატიმრობას სსრკ-ს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში.


  - გასახლებულ და შემოსახლებულ პირთა სიები (1929 წ.) (სულ 2 საქმე).

  - კონტრრევოლუციონერთა საქმეების გადამოწმების რესპუბლიკური კომისიის სხდომის ოქმები (1954-55 წ.წ.)
(სულ 18 საქმე).


ქ. თბილიში 1991-1992 წ.წ. ცნობილი მოვლენების დროს უშიშროების კომიტეტის არქივში დაცული მასალების ნახევარზე მეტი ხანძრის შედეგად განადგურდა, ხოლო მე-8 ფონდში დაცული დოკუმენტები სრულადაა შემონახული, ორიგინალის სახით. აქ შეგიძლიათ ნახოთ ოქმები ისეთ ცნობილ პიროვნებებზე, როგორებიც არიან: ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვ.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge