ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
ფონდი № 9

სახელმწიფო შემოწმებისა და ფილტრაციის მასალების ფონდი
მოიცავს 1946-1951 წ.წ. პერიოდს, მასში გაერთიანებულია დაახლოებით 1300 საქმე. 1991-92 წლებამდე, სანამ უშიშროების კომიტეტის არქივში ხანძარი გაჩნდებოდა, ამ ფონდში დაცული იყო 45 000 საქმე, რომლებიც პრაქტიკულად სრულად დაიწვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებთან ტყვედ ნამყოფობის შემდეგ ხდებოდა ომის მონაწილეთა სპეცშემოწმება და შესწავლა, რის შემდეგაც ისინი იგზავნებოდნენ ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში, სადაც გამოიყენებოდნენ იძულებით სამუშაოებზე. ისინი რეპრესირებულნი იყვნენ გერმანიის არმიასთან თანამშრომლობის გამო.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები-ფონდი 9