ინფორმაცია ფონდებზე- პარტიული ფონდები
ფონდი № 3

ფოტოფონდი
არქივში დაცული 8000-მდე ფოტო დღეს უკვე დიგიტალიზირებულია. ფოტოები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, დაწყებული XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნით დამთავრებული. თემატურად ის საკმაოდ მრავალფეროვანია. ფონდში თავმოყრილია ცნობილი ქართველი ბოლშევიკების იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძისა და სხვათა მრავალი ფოტო, აგრეთვე სხვადასხვა მოვლენის ამსახველი ფოტოები. მათ შორის 1924 წლის აჯანყების,  მეორე მსოფლიო ომის პერიოდის. ფონდში ასევე დაცულია საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივნის ე. შევარდნაძის მრავალი ფოტო.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge