ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები

ფონდში დაცულია პროკურატურის დასკვნები და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ რეაბილიტირებულთა სიები.

სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსა და შინსახკომის მიერ რეპრესირებულების მიმართ საქართველოს სსრ პროკურატურამ გამოიტანა დასკვნები მათი რეაბილიტაციის შესახებ.
აღნიშნულ პერიოდში რეპრესირებულები რეაბილიტირებულნი არიან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების თანახმად.
მოიცავს …60 ტომს, სადაც მოცემულია ინფორმაცია … დაახლოებით 18 000 რეპრესირებულის რეაბილიტაციის შესახებ.

ასევე ამ ფონდში შედის საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის მიერ რეაბილიტირებულთა სიები, რომლებიც ეროვნული არქივიდან გადმოგვეცა.

საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით გასამართლებული პირები 1955-60 წლებში რეაბილიტირებულად ცნო.
მოიცავს 6 ტომს, სადაც მოცემულია 10768 ჩანაწერი რეაბილიტაციის შესახებ. 
ფონდი № 21

რეაბილიტაციის ფონდი
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები-ფონდი˜ 21