ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
ფონდი № 14

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ფონდი
ამ ფონდში დაცულია II მსოფლიო ომში დაღუპულ, ტყვედ ჩავარდნილთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 120 000 პირის შესახებ. არის 105 ტომი, თითოეულში მოცემულია 1200-დან 1800-მდე ადამიანის შესახებ ინფორმაცია.
ამ სიებიდან ვიგებთ, საქართველოს რომელი რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ იქნენ გაწვეულნი ჯარისკაცები, რა სამხედრო წოდება და თანამდებობა ჰქონდათ მათ.
სიებში არიან უგზოუკვლოდ დაკარგულები, ფრონტზე დაღუპულები, ტყვედ ჩავარდნილები, დაჭრილები, რომლებიც ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. ეს სიები გვაძლევს ინფორმაციას, თუ სად დაკრძალეს დაღუპულები, მითითებულია დაკრძალვის ადგილი.

ასე მაგალითად: გრიგოლ გრიგოლის ძე ავალიშვილი, დაბ. 1902 წელს, ფოთის რ-ნში, გაწვეულ იქნა ფოთის რაიკომისარიატის მიერ; წოდება - წითელარმიელი; თანამდებობა - მსროლელი; სამხედრო ნაწილი - მე-800 მსროლელთა პოლკი; ამორიცხვის თარიღი - 05.07.1942. დაკარგვის მიზეზი - გარდაიცვალა ჭრილობებისგან; დაკრძალვის ადგილი - ორლოვის ოლქი, დოლგორუკოვის რ-ნი, სოფ. სტეფანოვკა.

ამ მასალების ორიგინალები ინახება რუსეთის სფსრ, ქ. პოდოლსკში.

ეს არის ნაბეჭდი სტენოგრაფიული ჩანაწერი რუსულ ენაზე, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია გვარები, სახელები, გეოგრაფიული სახელწოდებები, რაც პირის იდენტიფიცირებას ართულებს.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები - ფონდი 14