ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
სსრკ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ), შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) ხელმძღვანელ პირთა მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების - ბრძანებების, მითითებების, გადაწყვეტილებების, სხდომის ოქმების ფონდი.

მოიცავს 1134 ტომს. დაცულია გრიფით სრ. საიდუმლო, საიდუმლო, არასაიდუმლო, 1920-1990 წ.წ. (1921 წლის დოკუმენტები დაცული არ არის) პერიოდის ნორმატიული აქტები, რომლებიც მრავალფეროვანია და თემატურად ეხება:

პირად შემადგენლობას; ბრძოლას ჯაშუშობის, ბანდიტიზმის, ძარცვის, სპეკულაციის, კონტრაბანდის, ლოთობის და ა.შ. წინააღმდეგ; აგენტურას; ტრანსპორტს; იარაღის შენახვას და დაცვას; ფასეულობათა შენახვას და დაცვას; შიდა დისციპლინას; ბრძანებების და დადგენილებების შესრულებას; სამხედრო ტრიბუნალში საქმეების განხილვას; კონფისკაციას და რეკვიზიციას; სახელმწიფო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო და კერძო თეატრების ცენზურას; საზღვარგარეთ გასვლას; დიპლომატიური საკუთრებასა და ფოსტას; საფელდეგერო სამსახურს; საიდუმლო საქმისწარმოებას; ჟურნალის გამოშვებას; სამსახურში მიღებას და კონსპირაციის დაცვას; უცხოელებთან კავშირს; სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ) საქმიანობას, კრედიტების გაცემას; საიდუმლო კორესპონდენციის გაგზავნას; განცხადებების განხილვას; ორგანოებში პატიმრების სტატისტიკას; დიპლომატიური და სატრანზიტო ვიზების გაცემას; სპორტულ საზოგადოებათა ორგანიზებას; საკონცენტრაციო ბანაკში პირების განთავსებას; ფულადი ატესტაციის გაცემას; სამხედო ნაწილებში ფოტო და კინო გადაღებების აკრძალვას; კანონს სამხედრო სამსახურის შესახებ; ლიტერატურის შენახვას და დაცვას; საკონსულო წარმომადგენლების უფლებებს; სანიტარული ინსპექციის დებულებას; ცხენების გაყიდვას; სპეციალური საშენის შენახვას; სსრკ-დან უცხოელების გასვლის და ჩამოსვლის წესს; დამნაშავე ელემენტის დაქტილოსკოპიას; პირების ფილტრაციის წესს; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; ოპერატიული დავალებების შესრულებას და სხვ.
ფონდი № 1

ნორმატიული აქტები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge