ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატი (НКВД) მიერ გასამართლებულ პირთა მიმართ განაჩენის უმაღლესი ზომა - დახვრეტის სისრულეში მოყვანის შესახებ მიმოწერა და აქტები - 1921 წლიდან 1952 წლის ჩათვლით.

ფონდი მოიცავს 92 საქმეს. დაცული დოკუმენტების მიხედვით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა 16 693 პიროვნებას, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი.

ფონდში დაცულია აგრეთვე:

   - სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ გასამართლებულ პირთა სიები;
   - სსრკ შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს სასამართლო სხდომის ოქმები (ასლები);
   - სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ პირთა სასამართლო და კასაციური წარმოების ნუსხები და არქივში მათი გაფორმების შესახებ  მიმოწერა.
   - სსრკ შინსახკომისა და პროკურატურის (ორეული) მიერ      1937-38 წ.წ. გასამართლებულ პირთა სია. 
ფონდი № 12

დახვრეტილები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები-ფონდი˜ 12