ფონდების სია
ინფორმაცია ფონდებზე- პარტიული ფონდები
ფონდებისაღწერა - მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანილია ინფორმაცია შსს არქივში (ყოფილი „პარტიული ორგანოების“ არქივი) დაცული 6083 ფონდის შესახებ. ფონდები დაყოფილია 4 ძირითად კატეგორიად, ამასთან თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს თავისი უნიკალური დასახელება და ნუმერაცია, კერძოდ:

ა) მთავარი ფონდები;
ბ) სამაზრო, საქალაქო, რაიონული კომიტეტების ფონდები;
გ) პირველადი პარტ-ორგანიზაციების ფონდები;
დ) არასტანდარტული ფონდები (მაგ. ფოტოალბომების ფონდი).
თითოეულ ფონდში შედის ერთი ან რამდენიმე აღწერა, რომლებიც თავის მხრივ მოიცავენ განსაზღვრულ წლებსა და საქმეთა გარკვეულ რაოდენობებს.
დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა წინამდებარე საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიოს ან ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ამოირჩიოს მისთვის საინტერესო ფინდი და მასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
ფონდების სია