ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, ამა წლის 24-27 მაისს . ერევანში
გაიმართა ქართულ-აფხაზური მხარეების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ერთობლივი გამოცემის
მოსამზადებელ სამუშაოებთანდაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა  და სამომავლო გეგმებს.

ქართული დელეგაციის მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესახებ მომზადებულ იქნა ანალიტიკური პრეზენტაცია, პუბლიკაციის
სასიგნალო ეგზემპლარი დამხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „სარია ლაკობა“.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს რიგი საკვანძო საკითხი და მიიღეს ერთობლივი შემაჯამებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც
გადაწყდა, რომ საკუთარ მასალებზე დაყრდნობით ისინი, შეთანხმებული სტრუქტურის მიხედვით, დამოუკიდებლად მოამზადებენ
გამოცემებს, ამასთანავე, შეიქმნება  ლექსიკონი/ცნობარის ტიპის საერთო ენციკლოპედია, რომელიც საგნობრივი და ალფა-ბეტური
ნიშნით აღწერს აღწერს, როგორც დასახელებულ წიგნებში შესულ, ასევე მონაწილეთა ხელთ არსებულ სხვა თემატურ
დოკუმენტაციას.
ზემოაღნიშნული გეგმების საპილოტე რეალიზაცია და საჩვენებელი მაკეტების წარდგენა განხორციელდება მორიგი, რიგით მეოთხე
შეხვედრისას.
ქართულ-აფხაზური შეხვედრის მესამე რაუნდი