შინაგან
საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველომ გამოსცა
ორენოვანი, კვარტალური ჟურნალი `საარქივო მოამბე~,
რომელიც საარქივო მასალებზე გახლავთ აგებული.
ჩვენი მიზანი არქივში დაცული საქმეების საჯაროდ
გამოტანა და საზოგადოებისთვის საინტერესო სახითYმიწოდებაა.
ჟურნალი ფარდას ხდის ისეთ საქმეებს, რომლებიც
ათწლეუბლობის განმავლობაში ტაბუირებული იყო.
`საარქივო მოამბის~ პირველი ნომრის პრეზენტაცია
1 მაისს ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. ჟურნალის
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე
მერაბიშვილი, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, უცხოელი
მკვლევარები და საზოგადო მოაღვაწეები ესწრებოდნენ.Y
`საარქივო მოამბის~ პირველ ნომერში გამოქვეყნებულია
სტატიები: `მასობრივად დახურული ეკლესია-მონასტრები
და ქუჩებში გამოყრილ ბერ-მონაზვნები~, კოტე აფხაზი:
`ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს~,
`სანდრო ახმეტელის საქმე~, `ვინ იყო ქალი, რომელმაც
ბერია დააჩოქა~... ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ
ამბროსი ხელაიას წერილი და სტალინის დედის მოგონებანი...
"საარქივო მოამბე" #2 - 22.08.2008
`საარქივო მოამბის~ მეორე ნომერის პრეზენტაცია
23 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
`საარქივო მოამბე~ კიდევ უფრო მრავალფეროვანია
ვიზუალურად და დატვირთული შინაარსობრივად. ჟურნალის
წამყვანი სტატიები აფხაზეთის თემატიკას ეხება,
რომლებიც ფაქტებით მოგვითხრობენ თუ როგორ ღვივდებოდა
ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მარცვალი, როგორ
იძაბებოდა სიტუაცია და როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე.
ჟურნალის ახალ ნომერში ასევე იხილავთ ჩვენი უცხოელი
კონსულტანტის ტიმოთი ბლაუველთის სტატიას 1956
წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივი
რუბრიკების გაგრძელებას. `საარქივო მოამბის~ პრეზენტაციას
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები,
პარლამენტარები და აფხაზური ორგანიზაციების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
"საარქივო მოამბე" #3 - 22.12.2008
გამოიცა
ჟურნალ `საარქივო მოამბის~ მესამე ნომერი და მისივე
დამატება `ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან
(1937წ)~. გარდა ამისა საარქივო სამმართველომ
გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტუტრი ფილმი `საქმე #171,
გინდიას საქმე~, რომელიც `საარქივო მოამბეში~
გამოქვეყნებული სტატიის `როგორ ღვივდებოდა ქართულ-აფხაზური
დაპირისპირების მარცვალის~ მიხედვითაა მომზადებული.
ფილმში ასახულია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან
დღემდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული
მოვლენები. `საარქივო მოამბის~, ჟურნალის დამატებისა
და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 2008
წლის 22 დეკემბერს, 14:00 კინოთეატრ `ამირანში~
გაიმართა.
`სარქივო მოამბის~ მესამე ნომერში იხილავთ სტატიებს:
`საქართველო-რუსეთის ომი და რუსის ჩექმის ნაკვალევი~,
`ოსთა ჩამოსახლება ქართულ მიწა-წყალზე~, `რუსული
ოკუპაცია~, `მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე~ და
კიდევ ბევრ საინტერესო და ექსკლუზიურ წრილსა თუ
დოკუმენტს.
"საარქივო მოამბე" #3_ის დამატება - 22.12.2008
`საარქივო
მოამბის~ მესამე ნომრის დამატება `ლავრენტი ბერიას
მიმოწერა იოსებ სტალინთან (1937წ)~ ექსკლუზიოურობით
გამოირჩევა. დამატებაში ჩადებულია წერილები, რომლებიც
ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს
და მის პიროვნებასაც განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს.
"საარქივო მოამბე" #4 - 04.01.2009
`საარქივო
მოამბის~ მეოთხე ნომერი განსაკუთრებით მრავალფეროვანია
თემატურად და რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალების
სიმრავლით გამოირჩევა. ახალ ნომერში გთავაზობთ
დოკუმენტურ მასალას, რომელიც სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის
კალისტრატეს მოღვაწეობას წარმოაჩენს რუსეთის ეკლესიის
მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის
შემდგომ პერიოდში. ამ ნომერში ასევე წარმოდგენილია
37 წლის რეპრესიებს შეწირული ქართველი მწერლების
ჩვენებები, სტატია ქართველ დისიდენტთა მოძრაობის
შესახებ, რუსი ჯარისკაცის მემუარები, ხოლო რუბრიკა
`გმირები~ ეთმობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთ
შეფიცულს, მიხეილ ლაშქარაშვილს, რუბრიკა თულნი
კი ივანე კრაწაშვილის დაჯგუფების შესახებ მოგვითხრობს.
"საარქივო მოამბე" #5 - 04.04.2009
გამოიცა ჟურნალ `საარქივო მოამბის` მეხუთე ნომერი.
ახალი ნომერი კვლავაც დატვირთულია თემატურად და ექსკლუზიურობითაც გამოირჩევა.
ჟურნალში წარმოდგენილია სტატიები აფხაზეთის თემაზე, იმაზე თუ რა მდგომარეობაში აგდებდა რუსული ჯარი აფხაზურ მოსახლეობას,
როგორ ახორციელებდა რუსეთი კოლონიურ პოლიტიკას აფხაზეთში... ასევე გთავაზობთ სტატიებს სათაურით - `შოვინიზმი რუსულად~,
`მესამე დასელნი~, `საბჭოთა საგარეოპოლიტიკური პროპაგანდის ტრადიციები~...
რუბრიკა `გმირები~ სპირიდონ კედიას მოღვაწეობას წარმოაჩენს,
ხოლო რუბრიკა `თულნი~ დარიაშვილ-გოჩიტაშვილის დაჯგუფებაზე მოგვითხრობს.
`საარქივო მოამბეში~ ექსკლუზიურად იბეჭდება კონსტანტინე გამსახურდიას წერილი,
რომელიც კანდიდ ჩარკვიანის სახელზეა გაგზავნილი და ვფიქრობთ,
მკითხველი ბევრ საინტერსო პასაჟს აღმოაჩენს.
"საარქივო მოამბე" სპეცგამოშვება - 19.09.2009
შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, საქართველო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიასთან და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმში" გეგმავს ღონისძიებას "კედლის გარეშე".
გაიმართება ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეც ნომრის პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად აფხაზეთის თემას ეძღვნება (პსეცნომერი სამენოვანია – ქართულ, ინგლისურ, აფხაზური) და ფილმის - `გინდიას საქმის~ ჩვენება აფხაზური ტიტრებით. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ბანერებიც გამოიფინება. საზოგადოებას ასევე საშუალება ექნება, საქართველოს ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალ იხილოს.
ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, ისტორიკოსები, მეცნიერები და რეგიონში აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. ღონისძიების მიზანი ქართველ-აფხაზ ხალხს შორის არსებული კედლის გარღვევა გახლავთ.
"The Archival Bulletin" #7 - 04.10.2009
The readers of the Archival Bulletin can look through its new issue. The leading theme of the journal is Ossetia.
The readers will get to know many unknown and interesting facts as well as the following issues: Why isn’t South Ossetia
a wholly geographical unit; Russia based its politicies of South Ossetia on falsehood; the stories of how Soviet Power was
established by stamping its foot, how Archimandrite Pemen Dashniani and Levan Razikashvili(son of Vazha Pshavela) were
executed, how the writer – Levan Gotua spent 22 years in exile and stories of how Ioseb Jughashvili studied at the
theological seminary. Besides, the journal offers a traditional rubric -Tulni, which is about the gang of Vasil Kasradze.
The documents are attached to every article. We hope that the readers will find the Archival Bulletin No.7 very interesting.
"The Archival Bulletin" #8 - 04.01.2010
Soon the 'Archival Bulletin' edition fall No.8 will be published with the blessing of His Holiness and Beatitude,
Catholicos-Patriarch of All Georgia Ilia II. The up-coming edition is of religious theme.
The journal will offer the readers the biographies of the Georgian patriarchs. There will be also
the following articles in the journal: 1212 closed churches within a year in Georgia; Anti-religious Campaign
in Racha; The Struggle against the Georgian Church; The Atheists’ Union; A Letter by Lavrenti Beria in
Reply to a Famous Memorandum by Ambrose Khelaia and The letters by Kalistrate Tsintsadze.