|
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს
დეკრეტი
1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისთვის რეპრესირებულ პირთა
მიმართ სამართლიანობის აღდგენის შესახებ
1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას მოჰყვა სისხლიანი ტერორი და რეპრესიები, რამაც იმსხვერპლა ათიათასობით ადამიანი და მათი ოჯახის წევრები.
ამ პერიოდის უკანონობათა შედეგების ლიკვიდაციისა და სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:
1. რეაბილიტირებულად ჩაითვალოს 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის რეპრესირებული ყველა მოქალაქე.
2. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ინფორმაციისა და დაზვერვის ბიურომ, მათთან არსებული მასალების მიხედვით უზრუნველყონ ამ დეკრეტის პირველი მუხლით გათვალისწინებული რეაბილიტაციის განხორციელება.
3. ამ დეკრეტის პირველი მუხლის შესაბამისად, რეაბილიტირებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გავრცელდეს ის შეღავათები, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის.
4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა შექმნას რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფას და რეაბილიტირებულთაA უფლებებისა და ინტერესების განხორციელებას, მათი დაკრძალვის ადგილების ჯეროვან მოვლა-პატრონობას.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე
ქ. თბილისი. 1999 წელი, 25 მაისი.
|