საქართველოს შ.ს.ს. საარქივო სამმართველო გთავაზობთ ახალ პროექტს “იპოვე შენი წინაპარი”. პროექტი განხორციელდება ხალხისთვის და ხალხის დახმარებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა.
საქართველოს შ.ს.ს. საარქივო სამმართველოში ინახება რეპრესირებულთა საქმეები. საქმეებს თან ახლავს წერილები და ფოტო მასალა. არქივში ასევე ინახება ბევრი ანონიმური ფოტო და წერილი. პროექტი “იპოვე შენი წინაპარი” შეიქმნა იმ მიზნით, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს ამოიცნოს სურათებზე თავისი ნათესავები. Dდაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საარქივო სამმართველოს, სადაც მათ გადაეცემათ სურათის ასლი. Aამ გზით ანონიმური სურათები და წერილები თავიანთ საქმეს მიემაგრება.