Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
 
გთავაზობთ პატიმარ სევერიან დემეტრაძის დედისადმი მიწერილ წერილს:
„ბატონო დედაჩემო!

ღმერთს ვთხოვ შენს კარგათ ყოფნას შენი შვილებით. ჩემო დედუკა ჩემს ამბავს იკითხავ სული მიდგია მეტი არაფერი. შენი
გამოგზავნილი ფული მივიღე და თუთინიც ძალიან მადლობელი ვარ და უფრო მადლობელი ვიქნებოდი ჩემი რომ
გეხარებინა რამე. სწორეთ არ შემიძლია ამხანაგები წევიდნენ სამი იყო ჩემთან ერთი მამის ხნევოვებით ორი როგორც მე.
მქონდა საშველი იმათით, წევიდენ ახლა სულ ვეღარ ვძლებ. თუთუნი და ფული რომ მივიღე წერილი მაშვინათე
გამოგიგზავნე შედგინაც მომივიდა წერილი.  მერე იწერები გამოგზავნილი თუ გაქ წერილი ნუ გამოგზავნი მალევო მარა მე
ვიფიქრე ეგებ არ მოუვიდა წერილითქვა დედა ჩემო იწერები შენს საქმეს ვცთილობთო გენაცვალე როდისღა მერე  თუ
მატყუვებ შემომითვალე თუ არადა როდის იქნება ნამდვილად დედა ჩემო რომ არ მიჭირდეს არ შეგაწუხებდით. კაცი თავის
თავს არ მოიკლავს რომ არ უჭირდეს ასტენ სიკვდილს ასტენ სიკვდილი ჯობია. მეც უბნობდი მად სიკვდილის ფასი რა უნდა
გაუჭირდესთქვა  მარა ახლა რომ უყურებ საქმეს მალე სიკვდილი კარგი ყოფილა რა ვქნა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. იწერები
ვცდილობთო იმაზე არ იწერები როდის იქნება მოვა წერილი მაქიდან გამიხარდება ახლა ყორიფელი შემომითვალე
ყორიფელი ნამდვილათ როდის იქნება სიმართლე შემომითვალე ასე ჩემო დედა თუ არ გეძულები. სხვა დედა ზამთრისა
იწერები ძალიან სიცივეებია ხან თოვს ყინვები სულ ქია ზამთრის მოწერისას რას დევეძებ თავი მაქ მოძულებული ზამთარი
კი არა ამას სამი დილაა რომ ვწერ მინუტის მოცლა არ მაქ. ქე ვიცი შენი გულის ამბავი შენი ჭირიმე ჩემო დედა ამისანა
წერილს არ უნდა გწერდე მარა რა ვქნა ჩუმათ რომ მოვკვდე არც ის ივარგებს თუ რამე იქნეს შემომითვალე მეორეთ
თუთუნი არ მიმიღია ფული რაში იხარჯება იცი აქიდან ბაღდაჩი რომ გეიქცე შიერი რანეირა შეიქნები ვყიდულობთ პურს
იმაში იხარჯება კიდო ჩექმის პაჩინკა ყორიფელს მაყიდვინებენ ფულზე ნამეტანი საცოდავი ყოფილა სალდათი  ასე ჩემო
დედუკა ბევრი მაქ მოსაწერი მარა ვერ ვცლილობ. ჩემი გაჭირვება მეასედი არ იცი თვარა ან ამდეხან რაფრათ გოუძელი ასე
იტყვი მიშიკოს ათასი აკოცე ჩემსმაგივრა თუ მაქ არის წერილზე ბოდიში მომთხოვე გწერს შენი სიცოცხლით დატანჯული
შვილი
სევენარიან დემეტრაძე“